"ტელეიმედის" ყოფილი ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი დიდუბის მაჟორიტარობას გეგმავს
"ტელეიმედის" ყოფილი ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი დიდუბის მაჟორიტარობას გეგმავს
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, მისი წარდგენა სავარაუდოდ ხვალ, 14.00 საათზე, ტელეკომპანია "იმედის" ოფისთან მოხდება. მიქიაშვილს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია წარადგენს. სავარაუდოდ, წარდგენას დაესწრებიან "ქრისტიან-დემოკრატებიც", რომლებიც დიდუბის ოლქში მიქიაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ.
"ინტერპრესნიუსმა" ნათია მიქიაშვილთან, ჯონდი ბაღათურიასთან და გიორგი თარგამაძესთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოახერხა, რაც შეეხება "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს ლევან ვეფხვაძეს, მან განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ არაფერი იცის.
დიდუბის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჯერჯერობით ოფიციალურად მხოლოდ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელი გურამ ჩახვაძეა დასახელებული.
