ეკა ბესელია ხელისუფლების ღია შეტევაზე საუბრობს
ეკა ბესელია ხელისუფლების ღია შეტევაზე საუბრობს
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, ათონელის ქუჩაზე მდებარე მათ ოფისში გუშინ 50-მდე ადამიანს შეჭრის მცდელობა ჰქონდა.
"ეს ადამიანები ვითომ დევნილები იყვნენ, მაგრამ რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" მითითებებს ასრულებდნენ. ჩვენმა დევნილებმა, რომლებიც ამ ოფისში ცხოვრობენ, რამდენიმე ამოიცნო როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი.მათ გარეთ უშიშროება უმაგრებდა ზურგს",-განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასეთი მეთოდებით ცდილობს ოფისის დაკავებას და ხელში ჩაგდებას.
ბესელიას თქმით, გუშინ ათონელის ქუჩაზე მდებარე პარტიის ოფისში 50-მდე ხელისუფლების მიერ მართულმა ადამიანმა სცადა შეჭრა.
ამჟამად ოფისში 70 დევნილი იმყოფება.
www.InterPressNews.ge
