ფიქრია ჩიხრაძემ საზოგადოებას ევროსაბჭოს რეზოლუცია პუნქტობრივად განუმარტა
ფიქრია ჩიხრაძემ საზოგადოებას ევროსაბჭოს რეზოლუცია პუნქტობრივად განუმარტა
2008 წლის 06 10, ორშაბათი - 14:46,,ქართულმა საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ, რადგან რეზოლუციის მე-5 პუნქტი ქართველი ერისათვის ძალიან მნშვნელოვანი და საყურადღღებოა”,განაცხადა დღეს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ახალი მემარჯვენეების’’წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ. მისივე თქმით, რეზოლუციის 1, 2, 3, 4 პუნქტებში ზოგადად სიტუაციაზეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის მე-6 პუნქტი გმობს რუსეთის აგრესიას, მე-5 პუნქტი უფრო მეტად საყურადგებოა, რადგან ამ პუნქტის მიხედვით 2008 წლის 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ ცხინვალზე დაიწყო შეიარღებული თავდასხმა, რომ გადაჭარბებული იყო საქართველოს მიერ გამოყენებული ტექნიკა, რომ ქართულმა მხარემ გაუფრთხილებლად შეიყვანა მძიმე ტექნიკა.
,,რადგან ხელისუფლება მხარს უჭერს ამ რეზოლუცას, ის ავტომატურად აღიარებს რეზოლუციის მე-5 პუნქტსაც, რის მიხედვითაც ქართულმა მმარემ ამ ნაბიჯით მსოფლიოს მშვიდობის თეორიას გადაუხვია და ვალდებულია პასუხიც აგოს”, - აცხადაებს ჩიხრაძე. მისივე განცხადებით, ქართველმა ხალხმა უნდა იციდეს სიმართლე ამ რეზოლუციის შესახებ, რა ხდება ქვეყანაში და რა რეაქცია აქვს პოლიტიკურ მოვლენებზე მსოფლიოს.
