მიხეილ სააკაშვილი - დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა ხელისუფლების ღირსების
მიხეილ სააკაშვილი - დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა ხელისუფლების ღირსების საკითხია
ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გორში შიდა ქართლის გამგებლებთან შეხვედრისას გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, რეკონსტრუქციისა და აღდგენის 18-თვიანი გეგმის ფარგლებში 5000-მდე სახლი შენდება, აქედან 1600 სახლი - გორსა და ქართლის სხვადასხვა სოფლებში, ამასთანავე, რემონტდება 400 ბინა.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა დაზარალებული მოსახლეობის დასაქმების აუცილებლობაზე.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რუსული აგრესიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რის გამოც ქვეყანა დიდი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.
www.IntePressNews.ge
