დავითაიას მერაბიშვილისა და ბეჟუაშვილის დაკითხვა სურს
კომისიის დღევანდელ სხდომაზევე დავითაიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს დაავალა, კომისიას წარმოუდგინოს ის ინფორმაციები, რაც კომიტეტს გააჩნია.
კერძოდ, საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიაზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები, არასამთავრობოების შეფასებები, სატელეფონო ჩანაწერები და ა.შ. ამ კონტექსტში დავითაიამ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალ მარატ კულახმეტოვის განცხადებაზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც ამბობს, რომ სროლა ოსმა სეპარატისტებმა დაიწყეს და სამშვიდობოები ვეღარაფერს ახერხებენ.
წყარო:საინფორმაციო სააგენტო პირველი.
