დენიელ ფრიდი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდება
შეხვედრა პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში 11:30 საათზე დაიწყება.
დღეს კი დენიელ ფრიდი რუსული აგრესიის შედეგებს ადგილზე გაეცნო - გორსა და მის მიმდებარე სოფლებს ესტუმრა. დენიელ ფრიდმა ცხინვალის რაიონის სოფლებიც მოინახულა, სადაც, მისი შეფასებით, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული არ არის. სტუმარს ახალგორის რაიონის მონახულებაც სურდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, გამგზავრებას კი ხვალ გეგმავს. მანამდე იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრესკონფერენციას გამართავს.
www.InterPressNews.ge
