“მიუხედავად იმისა, რომ მაია ნადირაძეს ენერგეტიკულ სფეროსთან შეხება არ ჰქონია, ის საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და ამ საქმეს თავს კარგად გაართმევს,’’_ აღნიშნა ჩალაგაშვილმა. მისი თქმით, ნადირაძე მომავალი კვირიდან შეუდგება მუშაობას.
კანონით, სემეკ-ს 2 წევრი ჰყავდა, თუმცა “ფაქტის” წყაროს ინფორმაციით, “ენერგეტიკისა და გაზის შესახებ კანონში” სპეციალურად ზემოხსენებული დანიშვნისთვის შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სემეკი-ს წევრთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. ნადირაძის გარდა, როგორც წყარო ამბობს, სემეკ-ის წევრად კიდევ ორი ძველი “ნაციონალი” დაინიშნა, თუმცა მათი ვინაობა არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ: მაია ნადირაძე თავდაპირველად “ტრადიციონალისტების” წევრი იყო. 1999 წელს “ტრადიციონალისტები”, მათ შორის, ნადირაძეც, პარლამენტში ასლან აბაშიძის “აღორძინების” ბლოკით შევიდნენ. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მაია ნადირაძე მიხეილ სააკაშვილს დაუმეგობრდა და “ნაცმოძრაობის” საპარლამენტო სიის პირველი ნომერი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამის გამო დაუპირისპირდა კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილს.
2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ კულუარებში ითქვა, რომ მაია ნადირაძეს პრეზიდენტთან ურთიერთობა დაეძაბა. ამას ისიც მოწმობდა, რომ 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდნეტო თუ საპარლამენტო კამპანიის დროს ნადირაძე არ გამოჩენილა. კულუარებში ამბობდნენ, რომ ის, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გამხდარიყო, მაგრამ საბოლოოდ, როგორც ჩანს, მისი საქართველოში დატოვება გადაწყდა...
ცნობისთვის: რამდენიმე თვის წინ სემეკი სამუშაოდ ქუთაისში გადავიდა.
www.Fact.ge