“ცოფიანი ანტიქართველების ჯგუფი _ პაატა ზაქარეიშვილი, ივლიანე ხაინდრავა, ვიღაც კოტე კუბლაშვილი და დავ
_ ყველაზე პრიმიტიული და გამჭირვალე გუბაზ სანიკიძეა, ერთ-ერთი კარგად მომზადებული _ სოსო ცინცაძე, ყველაზე ძველი _ რამაზ კლიმიაშვილი დაEგამორჩეულად შუბლძარღვგაწყვეტილი და უსირცხვილო _ ლევან ბერძენიშვილი. ერთ-ერთ გამოსვლაში ბერძენიშვილმა თქვა, რუსეთი დიდია, მეტი ჯარისკაცები ჰყავს, ვიდრე ჩვენ სულ ვართ და მოველაპარაკოთო. რაზე უნდა მოველაპარაკოთ _ მტერი ტერიტორიებს გვართმევს, გვაქცევს და გვანადგურებს?! მოლაპარაკება ყველასთან არ შეიძლება?! რუსეთის ფედერაცია შეურაცხყოფილია, რადგან მან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო და მისი, როგორც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის გადაწყვეტილება, ყველამ ფეხზე დაიკიდა. მედვედევსა და პუტინს საქართველოში ასეთი ფორმის დაკანონება უნდათ _ სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხელშეკრულების მიხედვით, ერთ სახელმწიფოს ქმნიდეს, ანუ პუტინის სურვილია, საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ხელშეკრულებით გაერთიანოს. ეს ისეთი ფორმაა, რომ სულის შებერვით იშლება, ამისთვის ერთი წევრი სახელმწიფოს გასვლაც კი საკმარისია. რუსეთს სწორედ ეს სურს. ლატვიაში ყოფნისას გამახსენეს, რომ 2003 წელს რუსეთის ხელისუფლებას ანალოგიური გეგმა ჰქონდა მოლდოვეთისა და დნესტრისპირეთის მიმართ, მაგრამ აღნიშნულ საბუთზე ორი ქვეყნის პირველი პირის ხელმოწერას ხელი მოლდოველი ხალხის გამოსვლებმა შეუშალა, თორემ პრეზიდენტს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა. მედვედევის ხელისუფლებას იგივეს გაკეთება უნდა საქართველოშიც. მეშინია და დარწმუნებულიც ვარ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მსგავსი სახის დოკუმენტს ხელს მოაწერს, რადგან რუსეთის აგენტურაა!
_ ხელისუფლებას ზედმეტად ახლო ურთიერთობაში ამერიკასთანაც ადანაშაულებენ. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის აგენტები არიან თუ ამერიკის?
_ ამერიკას, თურქეთს, ებრაელებს და ყველას, ვისაც არ ეზარებათ, ემსახურებიან, ოღონდ რუსების ნებართვისა და რუსეთის მიერ დაშვებულ ფარგლებში. ამიტომ რაც ოპერაციები ტარდება, ყველგან მოსალოდნელია, რომ მედვედევის ხელისუფლების სასარგებლო ინტერესებს გაატარებენ.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ: “რუსთავი 2”, მოგეხსენებათ, სამთავრობო ტელევიზიაა. საქართველო რუსეთს ჰააგის სასამართლოში ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის, მორალური და მატერიალური ზარალის გამო უჩივის. მატერიალურ ზარალში რუსული ავიაციის მიერ დამწვარი 1 300 ჰექტარი მაღალხარისხოვანი ქართული ტყეც შედის. ამ დროს, “რუსთავი 2” გვიჩვენებს, რომ სამმა ქართველმა გლეხმა ტყიდან 18 მ3 ხე მოიპარა და კვალის დასაფარად ტყეს ცეცხლი მოუკიდა. სიუჟეტში ჟურნალისტი კომენტარს არ აკეთებს, რომ ამ ტყის 0,4 ჰექტერი დაწვეს ამ ადამიანებმა, ხოლო სულ 1 300 ჰექტარია გადამწვარი.
_ კი, მაგრამ, ბატონო ნოდარ, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ბორჯომის ტყე-პარკის დაწვაში ბრალი ღიად დასდო...
_ დიახ, ბრალი დასდო, მაგრამ ხელისუფების მიერ მართვადი ტელევიზიის მეშვეობით ზემონახსენები მასალის გაშვებით, რუსეთის ადვოკატს გასასამართლებელი საბაბი მისცეს. ადვოკატმა შესაძლოა, თქვას, ა, ბატონო, ნივთმტკიცება, ქართველები თვითონ წვავენ ტყეს და ჩვენ გვაბრალებენო. ახლა რას გააკეთებენ ესენი? ცოფიანი ანტიქართველების ჯგუფი _ პაატა ზაქარეიშვილი, აბსოლოუტურად გაყიდული პიროვნება, ივლიანე ხაინდრავა, რომელსაც, ერთხელ, ტელევიზიაში ჰკითხეს, “აჩრდილი” ვინ დაწერაო და აკაკი წერეთელმაო, უპასუხა, ვიღაც სრულებით უცნობი კოტე კუბლაშვილი, იურისტი, რომელსაც მისი პროფესორები ახასიათებენ როგორც გამოუსწორებელ სამოსანს და დავით ბაქრაძე აფხაზეთში არსებული სიტუაციის დარეგულირების პროექტს ამზადებენ. აღნიშნული პროექტი ზუსტად ის არის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ამისთვის სახელმწიფოსგან ჯილდოსაც კი იღებენ. შესასაბამისად, მოსალოდნელია, რომ ხელისუფლების წევრები რუსეთის გეგმას დათანხმდნენ და ეს გამოაჩინონ, როგორც საქართველოს გადარჩენა, მთლიანობის აღდგენა მაშინ, როცა სინამდვილეში, ეს ქვეყნის კაპიტულაცია იქნება.
მოკლედ, ნათელია, რომ საქართველოს კაპიტულაციას ამზადებენ. ამას, ერთის მხრივ, რუსეთის ტენდენცია მაფიქრებინებს, რომ მოლაპარაკებაზე წაგვიყვანოს, მეორე ანალიზიდან გამომდინარე კი, ჩვენი შემთხვევა ზუსტად ის პრეცედენტია, რომელიც მოლდოვასა და დნესტრისპირეთში მოხდა.
_ ბატონო ნოდარ, ზოგი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. თქვენც ასე ფიქრობთ?
_ ეს ომი საქართველოს მხარემ, თავიდან ბოლომდე, მოსკოვის ბრძანებით გაატარა.
_ და ამ ომით მოსკოვმა რა მიიღო, გარდა იმისა, რომ მსოფლიოს თვალში რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეელახა?
_ მოსკოვმა მიიღო საბაბი იმის სათქმელად, რომ ქართველებმა ოსების გენოციდი ჩაატარეს. მართალია, მას არავინ დაუჯერა, მაგრამ ეს თქვა. მედვედევი და პუტინი შეცდნენ, ეგონათ, რომ უმტკივნეულოდ აიღებდნენ საქართველოს და დასავლეთი გაჩუმდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რუსეთის აგრესიულობა და მისი საქართველოსთან ურთიერთობა ჩვენი კი არა, უკვე დასავლეთის პრობლემაა.
არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი, რომელზეც არავინ საუბრობს: როცა ქართვლებისა და ოსების მოძრაობა დაიწყო, რუსი სამშვიდობოები თავის დისლოკაციის ადგილებში ჩაიკეტნენ. არადა, მათი პირდაპირი მოვალეობაა მოწინააღმდეგე მხარეებს შუაში ჩადგომა. პირველი შეტაკება ქართულ ჯარსა და 58-ე არმიას შორის მოხდა, რომელიც იქ იდგა, ანუ ქართულ-რუსული ბრძოლა ქართველებსა და რუსულ სამხედროებთან მოხდა და არა _ მშვიდობისმყოფელებთან. ჯერ ჰაერიდან დაგვარტყეს ცხინვალში, მერე, 58-ე არმია შემოვიდა და ბრძოლა დაიწყო და მხოლოდ მაშინ, როცა ქართველებმა უკანდახევის ბრძანება მიიღეს, მანდატიანებმა ცეცხლი გახსნეს, ოღონდ _ ქართველების წინააღმდეგ. პუტინი კი გამოდის და ამბობს, ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი გაუხსნესო და ეს ტყუილია.
_ ბატონო ნოდარ, ეს დეტალები საიდან იცით?
_ სადაც კი იმ დღეებში უიარაღოდ, უფორმოდ და ჟურნალისტის მოწმობის გარეშე შესვლა შეიძლებოდა, ყველაგან ვიყავი და სწორედ აქედან მაქვს ინფორმაციები. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ეს კოსმოსიდანაა გადაღებული, გამოძიება ჩატარდება და სიმართლე გაირკვევა. ამის შესახებ ქართულადაც და რუსულადაც დავბეჭდე, მაგრამ ვინ წაიკითხა და ვინ _ არა, არ ვიცი.
_ რას ფიქრობთ ხელისუფების მიერ დაშვებულ შეცდომებზე?
_ პრეზიდენტი შეცდა, მათთვის მანდატები ომის დაწყებისთანავე უნდა გაეუქმებინა. არგაუქმების გამო ისე გამოვიდა, რომ მშვიდობისმყოფელებს ქართველებისთვის სროლის უფლება ჰქონდათ, ხოლო ჩვენ _ არა. ამ ნაბიჯით სააკაშვილმა რუსეთს გაუგორა კოჭი. ის გააკეთა, რაც უბრძანეს. ისე, ჩემი აზრით, ეს ოპერაცია მიზნად უფრო ფართო მასშტაბებს ისახავდა. გავრცელებული იყო ხმა, რომ შემოდგომაზე ირანზე დარტყმა მოხდებოდა. ეს საჰაერო დარტყმა უნდა განეხორციელებინა ისრაელს, ან შესაძლოა ამერიკასაც, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ მხოლოდ საჰაერო დარტყმა ირანს ხელს ვერ ააღებინებდა თავის ატომურ პროგრამებზე. ამიტომ თითქმის 100 პროცენტიანი ალბათობაა, რომ საჭირო გახდებოდა სახმელეთო ოპერაციები. ირანში სახმელეთო ოპერაციები ძალიან ძნელია, რადგან ტერიტორია დიდია, ხალხი _ მრავალი და კომუნიკაციები _ სუსტი. სწორედ მაშინ, როცა სახმელეთო ბრძოლა იქნებოდა და ომში ამერიკაც ჩაერთვებოდა, მოსკოვი კავკასიას დაარტყამდა. მოსკოვი შეცდა, ირანზე იერიში ჯერ-ჯერობით არავის მიუტანია. რუსეთის ფედერაციას ჩრდილო კავკასიაში ომი დიდი ხანია, გამზადებული აქვს _ დაახლოებით 10 წლის წინ ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბი როსტოვიდან ვლადიკავკაზში გადმოიტანა. შტაბი ჩვეულებრივ ფრონტის წინ ლაგდება ხოლმე, შესაბამისად, ამ გადაადგილების შედეგად, ფრონტად ამირკავკასია იგულისხმება. ჩრდილო კავკასიაში სამი არმია ჩააყენა _ 58-ე არმია, რომელმაც ჩვენ დაგვარტყა, აღმოსავლეთში, ანუ დაღესტნისკენ 43-ე არმია განათავსეს, ხოლო მის უკან სატანკო არმიაა გაჩერებული. ვფიქრობ, რომ როგორც კი ირანში სახმელეთო ოპერაციები დაიწყება, რუსეთი საკუთარ გეგმებს განახორციელებს. რუსეთი დასავლეთთან მიმართებაში არაფერს დათმობს, თუმცა არც ევროპა და აშშ დაიხევენ უკან. ეს ომი დასავლეთის გამარჯვებით დასრულდება, რადგან რუსეთს საკუთარი შესაძლებლობებით ბევრად აღემატება.
_ ჩვენ რა გვეშეველება?
_ არავითარი იურიდიული დათმობა არ შეიძლება. რუსეთს მაინც “მიჭყლეტავენ”. იურიდიული დათმობა მხოლოდ დაამძიმებს საქართველოს პოზიციას. ჩვენ ომში ჩაგვაბეს, ჩვენი მიწა-წყალი დაიკავეს, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ომის მოგებაში მდგომარეობს. დასავლეთი ამ ომს მოიგებს. ჩვენი გადასაწყვეტი მხოლოდ ის არის, ბრძოლაში მონაწილეობას მივიღებთ თუ არა, ანუ ამ გამარჯვებაში ჩვენი წილი იქნება თუ არა. ვშიშობ, ეს ხელისუფლება, რუსეთის აგენტურობის გამო, ამ შესაძლებლობას გაუშვებს. შესაძლოა, გამარჯვების წინა დღეს რაღაც იურიდული კაპიტულაცია მოახდინოს, რომელსაც ვეღარავინ გაასწორებს. მაგალითად, თქვას, რომ შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც სამი დამოუკიდებელი ქვეყანა შევა, ოღონდ საქართველოს დროშა ავაფრიალოთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიო. ხალხი ბნელია, ადვილად მოტყუვდება. მარტო ის რად ღირს, რომ როცა არჩევნებზე მიდიან, კანდიდატს ცხვირ-პირზე უყურებენ და არა _ პროგრამაზე. მაპატიეთ და, ხალხმა შესაძლოა, ყველაფერი “ჭამოს”.
_ ბატონო ნოდარ, რა ამის პასუხია და, ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკაში დაბრუნებას როგორ უყურებთ?
_ ბურჯანაძე თავისი პოლიტიკური მონაცემებით, კრიმინალი. პრეზიდენტის საჭე მას ეჭირა, როდესაც ხალხის გაზით მოწამვლა მოხდა, სწორედ ამიტომ არის კრიმინალი. ნოღაიდელი სამშობლოს მოღალატეა. როცა პარლამენტში იყო, ხმა სნგ-ს მისცა. ისე, მასთან დაკავშირებით ერთი არასასიამოვნო ნიუანსი მახსენდება: 1995 წელს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ეუთოს წარმომადგენელი მოვიდა. გერმანელი იყო, გვარი არ მახსოვს. მასთან რამდენიმე კაცს გვქონდა შეხვედრა ვიცე-სპიკერის კაბინეტში. ცხინვალთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საუბარი და ეუთოს იმ დროს ძალიან ანტიქართული პოზიცია ეკავა. მას ავუხსენი და დავუსაბუთე, რომ დაუშვებელია საქართველოში ოსეთის შექმნა იმიტომ, რომ ოსები დიასპორას წარმოადგენდნენ და ტერიტორიული-პოლიტიკური ავტონომია არ ეკუთვნოდათ... მოკლედ, ეს კაცი მიყენებული მყავდა კუთხეში და უკვე უნდა ეთქვა, ჰო, შეგვეშალაო. ამ დროს ეს ლაწირაკი ნოღაიდელი ამბობს, ჩვენი პარტია სხვანაირად ფიქრობსო, მაშინ “მწვანე” იყო. ის კი ვეღარ თქვა, რატომ ფიქრობს სხვანაირად, არ შეეძლო. ამ გერმანელსაც გაუხარდა, ერთით ერთიო, ანუ ნოღაიდელმა გამოსავალი უჩვენა. მერე, ლანა ღოღობერიძემ დაიწყო საუბარი, ამ დარგში მას, საერთოდ, არაფერი გაეგება, ნოდარ, შენ მართალი ხარ, მაგრამ რაღაც-რაღაცეებიო, უცხოელმა სტუმარმაც, აი, ერთნახევრით-ერთნახევარიო და წამოხტა და გაიქცა. ის, რაც ნოღაიდელმა გააკეთა, პოლიტიკოსისთვის სახელმწიფო ღალატია, შესასაბისად, სამშობლოს ღალატიც. ამასთან, სნგ-ს ხმის მიმცემი ან ციხეში, ან საიქიოში უნდა იყოს, არ შეიძლება, ის მიწაზე დადიოდეს! არ შეიძლება, ესენი პოლიტიკაში იყვნენ. ბურჯანაძისა და ნოღაიდელის მცდელობა, პოლიტიკაში ადგილი ისევ დაკაონ, მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სიბნელეზეა გათვლილი.
_ როგორ განვითრდება მოვლენები?
_ რუსები გაიყრებიან, თუმცა ამით ჩვენი პრობლემა არ გადაწყდება. თუ რუსები წავლენ იმ ფასად, რომ სამხრეთ ოსეთს ოსეთად ვაღიარებთ, ანუ თუ დავტოვებთ მსოფლიოს წინაშე ამოცანას, რომ ორი ოსეთი გააერთიანოს, ეს იქნება საქართველოს ისტორიული წაგება. მკაფიოდ უნდა იყოს ნათქვამი, რომ არანაირი ოსეთი არ არსებობს, ეს არის დიასპორა, რომელსაც ეკუთვნის ის, რაც ყველა სხვას. როგორც მე და თქვენ გვეკუთვნის თანასწორუფლებიანად ცხოვრება ქართველ მოქალაქეთა შორის, ისე მათ ეკუთვნით.
რაც შეეხება აფახზეთს. დაუშვებელია, ასევე, მისი ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. დასავლეთი არ დაუშვებს, რომ რუსეთმა კავკასიონის სამხრეთით ფეხი მოიკიდოს.
ფიქრია ჭალიძე
www.fact.ge
