“არჩევნების გარეშე წარმოუდგენელია საუბარი რაიმე სასიკეთო ცვლილებებსა და მოსკოვთან დიალოგის დაწყებაზე. 7 აგვისტოდან დიდი დრო არ გასულა. “ნაციონალებმა” ყველაფერი “გადახარშეს” და ვითომც არაფერი მომხდარაო, ისე აგრძელებენ ქვეყნის მართვას. არადა, ქვეყანაში ძალიან სერიოზული პროცესები განვითარდა: დაიკარგა ტერიტორიები, იურიდიულად დაკანონდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩვენგან ჩამოშორება, ამას დაემატა სხვა ტერიტორიებიც, ეკონომიკური მდგომარეობა არის ძალინ მძიმე და ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ვისმენთ, როგორ მოიპოვა საქართველომ საერთაშორისო წარმატებები,” _ აცხადებს ჰამლეტ ჭიპაშვილი და დასძენს, რომ საქართველოსათვის საპრეზიდენტო მმართველობა სავსებით ზედმატია.
რაც შეეხება ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართ საზოგადოების ნდობას. ექსპერტის აზრით, დღეს გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიმართ ელექტორატის დამოკიდებულება უაღრესად ნეგატიურია.
როგორც “ფაქტთან” საუბრისას ჰამლეტ ჭიპაშვილმა აღნიშნა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თავისი უმოქმედობის გამო დაკარგა ამომრჩეველი, თუმცა “რადენიმე თვის წინათ საზოგადოებაში სერიოზული დასაყრდენი ჰქონდათ და პოლიტიკური პროცესების რადიკალურად შეცვლა შეეძლოთ.”
თეონა ციხისელი
www.fact.ge