ია ანთაძე: ხელმისაწვდომი მედიასაშუალება - სატელევიზიო სივრცე მთლიანად ხელისუფლების კონტროლს ქვეშაა
მისივე თქმით, 2003 წლის შემდეგ საქართველოში სიტყვის თავისუფლების კუთხით ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კვლევის შედეგები კი, რომლის მიხედვითაც საქართველო 120-ე ადგილზე, ომმა განაპირობა.
საქართველოში აგვისტოში ომის დროს ჟურნალისტები დაიღუპნენ. საომარი მოქმედებებისას, მიუხედავად იმისა, რომ რაიმე სიტყვის თავისუფლების შესახებ დეკრეტი არ გამოცემულა, ჟურნალისტური საქმიანობა შეზღუდული იყო. ესაა ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველო კვლევაში ათეულობით საფეხურის უკან აღმოჩნდა. ეს გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია, - განაცხადა ანთაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება ერთიანი საზოგადოებრივი პროცესია, რომლისთვისაც თავისუფალი სასამართლოს არსებობა აუცილებელია.
სატელევიზიო ჟურნალისტებს გაცილებით მეტი თავისუფლება ექნებოდათ, საქართველოში თავისუფალი სასამრთლო რომ არსებობდეს. დღეს, როდესაც არც ალტერნატიული ტელევიზია არსებობს და არც დამოუკიდებელი სასამართლო, ძალიან ძნელია ჟურნალისტისთვის ებრძოლოს ხელისუფლებას.
ხელისუფლება გახდა იძულებული, რომ ტელეკომპანია მაესტროსთვის ლიცენზია დაეთმო. ამის შემდეგ რა თქმა უნდა ყველაფერი იქ მომუშავე ჟურნალისტებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ეს სტუდიაც საკაბელოა. პატარ-პატარა სხივები არსებობს, რომლის გაფართოებაც ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ, - განაცხადა ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ სიტყვის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი 2008 გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოს პოზიცია შარშანდელთან შედარებით 54 საფეხურით გაუარესდა.
კვლევა, რომელშიც მსოფლიოს 173 ქვეყანა შევიდა, საქართველო 120-ე ადგილზეა, მაშინ, როდესაც შარშან მას 66-ე ადგილი ეკავა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4469