თეთრიწყაროს გამგებლის ბერძნულმა ვოიაჟმა ეკომიგრანტები გაურკვევლობაში ჩააგდო
შორენა ვახტანგიძე, ეკომიგრანტი აჭარიდან: “გამგებელი საბერძნეთიდან ახალი მინდობილობებით დაბრუნდა, სადაც ბინების ფასები ჩვენი სახლის ყოფილ მეპატრონეებს გაორმაგებული აქვთ. თუ 4000 ათას დოლარზე ვიყავით შეთანხმებულები დღეს ახალ მინდობილობებში უკვე 8 ათასი წერია. არ ვიცით რა მოხდა იქ იმ შეხვედრებზე რომელიც ჩვენს გამგებელს საბერძნეთში ჰქონდა”.
ეკომიგრანტებისთვის სიტუაცია კიდევ უფრო გაურკვეველი მას შემდეგ გახდა, როდესაც თავიანთ საცხოვრებელ სახლებზე ახალი აბრები აღმმოაჩინეს, წარწერით “შსს - შინაგან საქმეთა სამინისტრო”.
ირმა გიორგაძე, ეკომიგრანტი: “დაახლოებით ერთი თვეა ეს აბრები ჩვენი სახლის კედლებზე ჩამოკიდეს. არადა, სახლების გამოსყიდვაზე მოლაპარაკებულები ვიყავით. ვურეკავთ ძველ მაპტრონეებს და ტელეფონს აღარ პასუხობენ”.
დღეს სიტუაციაში გარკვევა მიგრანტებმა სახელმწიფო კანცელარიაში - მაჟორიტარ დეპუტატებთან - ჯამბულ ბაკურიძესთან და კახა კვიციანთან სცადეს. სიტუაციაში გასარკვევათ მათ დრო ითხოვეს. მიგრანტები იმედოვნებენ, რომ მათი სახლ-კარის ბედი უახლოეს დღეებში გაირკვევა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4486