მიხეილ სააკაშვილი: სი-აი-ეი-ს ოფიცერი არ ვარ!
_ ამერიკული საპრეზიდენტო დებატები ნახეთ? ერთი საკითხი, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატები თანხმდებიან, თქვენი ქვეყნის დახმარების აუცილებლობაა.
_ ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როცა კანდიდატები საქართველოს შესახებ ასეთ ემოციებს გამოხატავდნენ. რასაკვირველია, ჯონ მაკკეინი საქართველოში ბევრჯერ არის ნამყოფი და საქართველოს უშუალოდ იცნობს. ობამამაც აბსოლუტურად დადებით კონტექსტში ისაუბრა.
_ რამდენად ხშირად გაქვთ სატელეფონო კავშირი კანდიდატებთან.?
_ სავსებით ხშირად. ვფიქრობ, რომ ძალიან კომპეტეტურნი არიან.
_ რატომ აინტერესებთ ამერიკელ პოლიტიკოსებს საქართველო ასე ძალიან?
_ სტრატეგიული ინტერესი, პირველ რიგში, დემოკრატიაა. მეორე, ეს არის ენერგო-მომარაგება. თუ რუსეთი ცენტრალურ აზიას და კასპიის ზღვას ევროპიდან გათიშავს, შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეები მთლიანად რუსულ გაზზე იქნებიან დამოკიდებულნი.
_ რატომ არის ღირებული ჩვენი მეგობრობა თქვენთან, თუ ეს ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უთანხმოებას იწვევს?
_ რუსეთთან უთანხმოება საქართველოს არ უკავშირდება. ეს ფასეულობებთან არის დაკავშირებული. რუსეთი ძალიან ავტორიტარული ქვეყანა გახდა. მისთვის თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი არჩევნები მიუღებელია.
_ რუსეთში ამაზე რას ფიქრობენ?
_ უფრო არასაიმედო თქვენ ხართ და უფრო დიდი მიდრეკილება კრიზისისკენ თქვენ გაქვთო.
_ როგორ ფიქრობთ, პუტინს თქვენი მოკვლა სურს?
_ ჩემს მოკვლას არავითარი აზრი არ აქვს, რადგან საქართველოს დასავლური განათლების პოლიტიკური საზოგადოება ჰყავს.
_ ჰქონდა თუ არა რუსეთს თქვენი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა?
_ პრეზიდენტმა მედვედევმა პოლიტიკური გვამი რამდენჯერმე მიწოდა, თანაც, საჯაროდ. პუტინმა დასავლელ ლიდერებს უთხრა: “მე მსურს სააკაშვილის თავი”. თუ მათ ჩემი თავი სურთ, ეს ჩემთვის უფრო სასაცილოა, ვიდრე შემაშფოთებელი.
_ სი-აი-ეი-სთან კავშირი გაქვთ?
_ არა, ორი წლის წინ პრეზიდენტ ბუშს ვუთხარი, რომ დავიღალე მცდელობით, დავარწმუნო პუტინი, რომ სი-აი-ეი-ს ოფიცერი არ ვარ. ბუშს ვუთხარი: “ბატონო პრეზიდენტო, შეგიძლიათ, მას უთხრათ, რომ სი-აი-ეი-ს ოფიცერი ვარ”. შესაძლოა, მან ეს უფრო სერიოზულად აღიქვა.
_ ქედმაღლური საუბრის შემდეგ დემოკრატიის შესახებ, გასულ ნოემბერს თბილისში ოპოზიციური არხი დახურეთ...
_ ჩარევა და დაბრკოლება, რომელიც “იმედთან” მიმართებაში მოხდა, გამონაკლისი იყო და არა _ წესი. მოქმედება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს დაიწყო, როცა “იმედმა” დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდების წაქეზება სცადა. ცნობილია, რომ ხელისუფლებამ ზარალი აანაზღაურა.
_ სამართალი კოლუმბიის უნივერსიტეტში ისწავლეთ და 2003 წელს მშვიდობიანი რევოლუციის გზით მოხვედით? ხელფასი რამდენი გამოიმუშავეთ?
_ როცა საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, ფული მომიტანეს. ვკითხე, “რა არის ეს”? მითხრეს, რომ “ეს არის თვიური ანგარიში”. უხეშად, რომ ვთქვათ, ეს იყო 40 დოლარი. ვუპასუხე: “უკაცრავად, ამით ვერ ვიარსებებ, ხელფასი მომეცით!”
_ ზრდა დაიწყო?
_ თვეში 6 000-მდე გაიზარდა, ხარჯებით დამატებული. ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანა ვართ.
_ ზოგადად, როგორ აღწერთ საქართველოს?
_ სპონტანური, გონებაგახსნილი, ცოტა ქაოსური ქვეყანა. ეს არის ღვინო და მშვენიერი პეიზაჟი. გვახსენდება კარგი საჭმელი.
_ რომელი კარგი საჭმელი?
_ ხინკალი _ დიდი ცომი, შიგნით წვნით და ხორცით.
_ ეჭვი მაქვს, რომ ასუქებს.
_ შეიძლება, ცოტა... პრეზიდენტ ბუშს მოეწონა. ყოველთვის მეუბნება, როცა ვურეკავ: “ისევ ველოსიპედის მეშვეობით ვცდილობ წონის დაკლებას, რასაც თბილისში მივაღწიე.”
_ როგორ ფიქრობთ, დეკემბერში საქართველოს ნატო-ში მიიღებენ?
_ ბარაკ ობამა მარწმუნებდა, რომ სამოქმედო გეგმა უნდა მივიღოთ. თუ მივიღებთ, ვნახავთ.
_ რას ფიქრობთ სარა პეილინზე?
_ დამირეკა, როცა კანდიდატად დაასახელეს. სიცოცხლით სავსე და ძალიან დატვირთული იყო.
_ პეილინს შეუძლია საქართველო თავისი გადმოსახედიდან დაინახოს?
_ არა, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მივდივართ.Yყველაზე ძლიერი ბინოკლითაც კი არ შემიძლია, რომ ალიასკა დავინახო.
მოამზადა ნინო ცაბოლოვმა
www.fact.ge
