სააკაშვილის ცვლილებები
კრიტიკოსები ამბობენ, რომ პროდასავლურმა ლიდერმა სააკშვილმა საქართველო ომამდე მიიყვანა, რომლის მოგებაც არ შეეძლო. ქართული არმია დამარცხდა, ახალგაზრდა რეზერვისტები კი ქაოტურად იხევდნენ უკან.
მრავალი ათასი რუსი ჯარისკაცი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დარჩა. ათიათასობით ადამიანმა სახლ-კარი დაკარგა და ზამთრის მოახლოებასა და თანდართულ ფინანსურ კრიზისთან ერთად საქართველო ღრმა ეკონომიკური პრობლემების პირისპირ აღმოჩნდა.
2008 წელს ეკონომიკური ზრდა 3.5%-ით შემცირდა და უცხოური დახმარებაც არ არის საკმარისი ფეხზე სწრაფად დადგომისთვის. თუმცა ახლა სააკაშვილი უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ოპოზიცია კი სუსტი და დაქსაქსულია, ამბობენ პოლიტოლოგები.
- ”მაგრამ დრო მიდის და მისი მმართველობა შესაძლოა პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს,” - ამბობს ლოურენს შიტი, საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის მკვლევარი ბრიუსელიდან, - ”თუ ეკონომიკის საქმე ცუდად წავა, სოციალური უკმაყოფილება გაიზრდება. ბევრია დამოკიდებული ეკონომიკაზე”.
დათხოვნები
სააკაშვილმა კრიტიკას პრემიერის და გენშტაბის უფროსის შეცვლით უპასუხა, რითაც თავისი მზაყოფნა აჩვენა არსებულ პრობლემებზე საპასუხოდ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გოგავამ საკმაოდ კრიტიკულად მიუთითა ჯარის სისუსტეებზე, როდესაც ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას ჩვენება მისცა.
გოგავას გადაყენებით სააკაშვილმა თქვა, რომ ”ხარვეზები, რაც გამოაშკარავდა, აღმოფხვრილი უნდა იქნეს”.
გურგენიძე, წარმატებული ბანკირი, რომელიც ძალისხმევას არ იშურებდა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, როგორც ჩანს ომის სიტუაციაში, როგორც პრემიერი, ნაკლებ ეფექტური იყო. ბევრი მისი საქმე დაუმთავრებელი დარჩა.
35 წლის დასავლეთში განათლებამიღებული მისი შემცვლელი, გრიგოლ მგალობლიშვილი, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სააკაშვილის დაუპირისპირდეს.
ოპოზიციაში გადასული ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ახალი პრემიერი კარგი დიპლომატია, ”მაგრამ ეს არ არის პირი, რომელიც შეძლებს იყო პრემიერ-მინისტრი დღევანდელ საქართველოში. მისთვის რთული იქნება ამ პოსტზე მუშაობა, განსაკუთრებით, არსებულ გუნდთან,” - ამბობს ბურჯანაძე.
პარასკევს დაგეგმილია ოპოზიციური ძალების საპროტესტო გამოსვლა, რთაც შეეცდებიან დააფიქსირონ ხალხის უკმაყოფილება პრეზიდენტისადმი.
გასული წლის 7-მა ნოემბერმა შოკში ჩააგდო სააკაშვილის დასავლელი მომხრეები და კრიტიკის ტალღა გამოიწვია ავტორიტარული მმართველობის გამო.
დასავლეთმა, შეერთებული შტატების ჩათვლით, მოუწოდა ხელისუფლებას მედიისთვის, სასამართლოსა და პოლიტიკური ოპოზიციისთვის მეტი თავისუფლება მიეცა. კრიტიკის სანაცვლოდ, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებდა
http://presa.ge/index.php?text=news&i=4681