საქველმოქმედო აქციები კარალეთში
საქველმოქმედო აქციები კარალეთში
| ”საქართველოს აგრარული განვითარების ფონდი” შიდა ქართლში საქველმოქმედო აქციებს განაგრძობს. ამჯერად ფონდმა 2007 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულ გივი ბერაშვილის ოჯახს საჩუქრად გადასცა მეწველი ფური ხბოთი. ცნობილი მოვლენების დროს ბერაშვილების ოჯახს ოსმა სეპარატისტებმა დაუწვეს სახლ-კარი, საქონლის სადგომი, სადაც ძროხაც გამოიწვა. ოჯახი მარჩენალი ძროხის გარეშე დარჩა. თანაც, გივი ბერაშვილს ორი მცირეწლოვანი ტყუპი გოგონა ჰყავს, რომელებიც მარჩენალი რძის გარეშე დარჩნენ. გასულ კვირას ფონდი გორის რაიონის სოფელ კარალეთში მოქმედ ფერმასაც დაეხმარა. მეფრინველეობის ფერმა ”ფლამინგოს’’ ზაფხულის მოვლენებმა განსაკუთრებული ზარალი მიაყენა. ფონდმა ფერმაში პროფესიონალი ვეტექიმები ჩაიყვანა, რომლებმაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს აგვისტოს მოვლენების შედეგად გადარჩენილ ფრინველს. აგრარული განვითარების ფონდმა მათ ვეტერინარული პრეპარატებიც გადასცა. ”აგრარული განვითარების ფონდი” ასეთ საქველმოქმედო აქციებს საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ახორციელებს. |
