'გადარჩება თუ არა იმედი" – ინტერვიუ გიორგი თარგამაძესთან
შსს-ს მაღალჩინოსანმა გამაფრთხილა, რომ ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა”“ჩემს კოლეგა ჟურნალისტებთან ერთად ვიბრძოლებ ბოლომდე”
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარტინ პომპადური თბილისში მოიწვია”
“მიმდინარეობს გამალებული მუშაობა იმისთვის, რომ “იმედი” ეთერში მორჩილი გავიდეს”
პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში მეტ-ნაკლებად ნორმალიზებისკენ მიდის. საქართველოს პრეზიდენტი და მისი თანაგუნდელები გაცილებით უფრო რბილ განცხადებებს აკეთებენ, ვიდრე გასულ დღეებში. სააკაშვილმა ოპოზიციასთან შერიგებაზეც ისაუბრა და მოსახლეობასთან შეხვედრისას ისიც აღნიშნა, რომ ამიერიდან არავინ არავის არაფერს დაუნგრევს - თავის ავტოსადგომს განაჩენი თავად მოსახლეობამ შეუძლია გამოუტანოს. შეწყალების შედეგად ოჯახებს მსუბუქი დანაშაულისთვის მძიმედ გასამართლებული პატიმრებიც დაუბრუნეს. დაზარალებული მხოლოდ ტელეკომპანია “იმედი” რჩება, რომელიც წლების მანძილზე სწორედ ამ პრობლემების შესახებ საუბრობდა. “იმედის” იმედებისა და უიმედობის შესახებ პროგრამა “დროების” წამყვანს და არხის პოლიტიკურ დირექტორს, გიორგი თარგამაძეს ვესაუბრებით:
- პირველ რიგში, კონკრეტულად, რა შეხვედრები გამართეთ საზღვარგარეთ მოგზაურობისას და როგორია საერთაშორისო საზოგადოების განწყობა ტელეკომპანიის დახურვასთან დაკავშირებით?
- ჩემი ვიზიტი, პირველ რიგში, მოიცავდა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, მეორე მხრივ კი მქონდა არაოფიციალური შეხვედრები უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპის რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში. მათ სურდათ, პირველწყაროდან მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოვლენები უსწრებდა წინ “იმედის” ეგზეკუციას. უნდა გითხრათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც და ამა თუ იმ სახელმწიფოს სახელისუფლებო სტრუქტურებში უკვე ჩემთან შეხვედრამდე ჰქონდათ სრულიად ამომწურავი ინფორმაცია ტელეკომპანია “იმედის” კრიმინალურ დარბევასთან დაკავშირებით - იმ პირთა გვარ-სახელების ჩათვლით, რომელთა უშუალო ხელმძღვანელობით და დაკვეთითაც ჩატარდა ეს სამარცხვინო სამხედრო ოპერაცია. სამხედრო ოპერაცია შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან აქ, უცხოეთში სწორედ ამ კლასიფიკაციას აძლევენ 7 ნოემბრის საღამოს “იმედში” განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან ეს იყო ყოველგვარ სამართლებრივ ფარგლებს გამცდარი, შეიარაღებული თავდასხმა ტელერადიოკომპანიის მშვიდობიან, უიარაღო ჟურნალისტებზე. როგორც ჩანს, უცხოურ ორგანიზაციათა და საელჩოთა წარმომადგენლები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოში განვითარებული მოვლენების გამოძიების საქმეში. ჩემ მიერ გამართული შეხვედრების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ მხრივ მართლაც უზარმაზარი სამუშაოა ჩატარებული. საერთაშორისო საზოგადოება ნათლად აცნობიერებს იმასაც, რომ ტელეკომპანია “იმედის” დარბევით საქართველოში პრაქტიკულად დასრულდა პუტინიზაციის პროცესი. ამ ოთხი წლის განმავლობაში “იმედი” ალტერნატიული აზრის გამოთქმით დემოკრატიის რაღაც, ვიზუალურ ეფექტს მაინც ქმნიდა.
- როგორი იქნება “იმედის” განმკარგველის, “ნიუსკორპორეიშენისა” და მისი მფლობელის, რუპერტ მერდოკის კონკრეტული ნაბიჯები? გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი მედიამაგნატი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
- მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც საქართველოში ჯერ არ გავრცელებულა და ქართველი საზოგადოება თქვენი გაზეთით შეიტყობს. კვირა საღამოს (ინტერვიუ შაბათს ჩაიწერა. - დ.გ.), უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით, საქართველოში “ნიუსკორპის” ვიცე-პრეზიდენტი, მარტინ პომპადური ჩამოვა. ქართველ ჟურნალისტებს აუცილებლად გექნებათ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა და აჯობებს, “იმედის” დარბევასთან დაკავშირებით ბატონი მერდოკისა და “ნიუსკორპის” დამოკიდებულებაზეც ოფიციალური განცხადება თავად ვიცე-პრეზიდენტმა გაავრცელოს. თუმცა ჩემი მხრივ, იმას კი გეტყვით, რომ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია და ვინაიდან მომხდარი თავისი მორალური და მატერიალური შედეგებით ერთი ქვეყნის ფარგლებს აშკარად სცილება, ამერიკის შეერთებულ შტატებში “ნიუსკორპის” მიერ მობილიზებული ყველაზე ცნობილი საადვოკატო კომპანიები რამდენიმე მასშტაბურ სარჩელს ევროპის საერთაშორისო სასამართლოში წარადგენენ. ჩემი შეხვედრების შემდეგ იმასაც გეტყვით - ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ევროსასამართლო მომხდარის ობიექტური გამოძიებითა და განსჯით იმდენად არის დაინტერესებული, რომ საქმის არსებითი განხილვა დაუყოვნებლივ, უახლოეს მომავალში დაიწყება. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, შეიარაღებული ძალების მიერ ჟურნალისტთა ჯგუფური დამცირებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეებს ევროსასამართლო რიგგარეშედ იძიებს. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო - ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისა და ქართველი ჟურნალისტისთვის სამწუხაროდ, მაგრამ სამართლიანობის საზეიმოდ, საქართველოს ხელისუფლებას ტელეკომპანიისთვის მილიონობით დოლარის კომპენსაციის გადახდა მოუწევს. საქმეს სამწუხარო ასპექტები ახლავს ქვეყნის შიგნითაც, რადგან განჩინება საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება და კონკრეტული დამნაშავეები ამ თანხას საკუთარი ჯიბიდან კი არა, ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის ფულიდან გადაიხდიან!
- როგორც თქვენი განწყობიდან ჩანს, ტელეკომპანია “იმედი” ტრანსლირებას ალბათ, მალე გააგრძელებს, მაგრამ საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია “იმედიდან” ინგა გრიგოლიას და ეკა ხოფერიას წასვლამ. ვრცელდება ინფორმაცია ხელისუფლების მიერ წამოყენებულ ერთგვარ პირობაზე ტელეკომპანიიდან თქვენს წასვლასთან დაკავშირებითაც.
- რაც შეეხება ინგას და ეკას გადაწყვეტილებას - პიროვნულად მათ დიდ პატივს ვცემდი და ამ მხრივ დღესაც არაფერი შეცვლილა. თუმცა ვთვლი, რომ მათ მაინც შეცდომა დაუშვეს. მეორე მხრივ, ვითვალისწინებ იმ უდიდეს ზეწოლასაც, რაც მათზე არა მხოლოდ 7 ნოემბრის შემდეგ, არამედ მანამდეც ხორციელდებოდა. ამის თაობაზე პირდაპირ თუ ირიბადD პრესაშიც იწერებოდა და ეს ყველამ იცის. “იმედის” ჟურნალისტებზე გადაბირებისა თუ მუქარის საკმაოდ აქტიური პოლიტიკა რომ ხორციელდებოდა, ამის შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა. თვეების განმავლობაში ამ საქმიანობით ხელისუფლების პირველი პირები იყვნენ დაკავებული. როგორც ჩანს, ამ ზეწოლის პირობებში ამჯერად ისეთი რამ მოხდა, რასაც ჩემმა მეგობრებმა ვერ გაუძლეს. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეკას არგუმენტები, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას არავითარი პერსპექტივა არ ჰქონია - პირადად მე და ჩემი კოლეგა-მეგობრების უმრავლესობა “იმედში” ასე ნამდვილად არ ვართ განწყობილები. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას საქართველოში სიტყვისა და პიროვნების თავისუფლებასთან დაკავშირებულ ფასეულობათა შესანარჩუნებლად. რაც შეეხება ინგას - კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას მისადმი და პატივისცემას მისი გადაწყვეტილების მიმართ. მაგრამ არ მესმის, როგორ უნდა მოახერხოს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება მაშინ, როდესაც ამ ოთხი წლის მანძილზე გატარებული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ყველა ნაციონალური მაუწყებელი ხელისუფლების კონტროლქვეშ არის მოქცეული. როდესაც “იმედის” გარდა ყველა ნაციონალური მაუწყებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა და იდეოლოგიური სტრატეგია ერთ, სახელისუფლებო ოთახში იწერება და შემდეგ სხვადასხვა სახითა და მეთოდით, სხვადასხვა სტუდიაში ხორციელდება. დღეს საქართველოში არსებული სიტუაცია ხომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველასთვის ნათელია. ადრე თუ გვიან “იმედი” ეთერში გავა და ამას ხელისუფლება ვერსად გაექცევა. მაგრამ მანამდე მიმდინარეობს გამალებული მუშაობა იმისთვის, რათა “იმედი” ეთერში ისეთივე მორჩილი გავიდეს, როგორიც დანარჩენი არხები არიან. რომ ხელისუფლების მხრიდან საინფორმაციო საშუალებების სრული მონოპოლიზება მოხდეს და აღარ დარჩეს ისეთი ტელეკომპანია, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკას და იდეოლოგიას არ დაექვემდებარება. დღეს მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ “იმედი” ეთერში ან საერთოდ არ გავიდეს, ან გავიდეს ისეთი, როგორიც ბატონ ლევან რამიშვილს, ბატონ გიგა ბოკერიას და თავისთავად ცხადია, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, ანუ მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს მოეწონება. ამასთან, კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ტელეკომპანია “იმედის” ობიექტურ სახეს მხოლოდ მე, ინგა ან ეკა არა ვქმნიდით, არამედ პროფესიონალთა ის დიდი გუნდი, რომელიც ტელეკომპანიის შექმნის დღიდან მუხლჩაუხრელად მუშაობდა მოვლენათა ობიექტური და პირუთვნელი გაშუქებისთვის. ამ გუნდმა 7 ნოემბრის ტრაგედია თავის თავზე გადაიტანა და იგი დღეს, როგორც არასდროს, კიდევ უფრო მეტი შემართებით, გაზრდილი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით დგას ქართული სიტყვის სადარაჯოზე.
ამიტომაც “იმედის” მომავალი შეუძლებელია ერთ ან რამდენიმე, თუნდაც ძალზე პოპულარული და რეიტინგული პერსონის ტელევიზიაში ყოფნას უკავშირდებოდეს. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს გეგმას - მიუხედავად ძალზე სერიოზული ზეწოლისა, რომელიც სხვადასხვა ფორმით ხორციელდება ჩემი მისამართით - თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართავ საქართველოს საზოგადოებას, რომ ჩემს კოლეგა ჟურნალისტებთან ერთად ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა “იმედის” მაუწყებლობა აღდგეს და მისი სარედაქციო პოლიტიკა დარჩეს ისეთივე დამოუკიდებელი, როგორიც იყო! რომ “იმედი” პირუთვნელად ასახავდეს იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია - კარგსაც და ცუდსაც; რომ “იმედში” ყოველთვის იყოს ალტერნატიულ შეხედულებათა გამოთქმის საშუალება. ანუ, ვაკეთოთ ჩვენი საქმე - ჟურნალისტიკა და არა პროპაგანდა, რასაც დღეს ხელისუფლება მოითხოვს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ის იმედი, რაც ჩვენს საზოგადოებაში “ტელეიმედს” უკავშირდება, არ მოკვდეს.
აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს კოლეგას სოლიდარობის გამოჩენისთვის - განსაკუთრებით, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხების ჟურნალისტებისგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა ვაჟკაცობის ტოლფასი იყო. თუმცა ეს სოლიდარობა დღეს მხოლოდ “იმედს” კი არა, ზოგადად, ქართულ ჟურნალისტიკას და მის დამოუკიდებლობას სჭირდება.
- საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ტელეარხებმა ფილმების ტრანსლირება დაიწყეს, სადაც თქვენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გბრალდებათ.
- მთელ მსოფლიოში, შინაგან საქმეთა სამინისტრო პროპაგანდისტული ფილმების მომზადებით მხოლოდ ორ ქვეყანაშია დაკავებული - საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში. ამიტომაც ვამბობ, რომ “იმედის” დახურვით ჩვენთან პუტინიზაციის მორიგი, მთავარი ეტაპი დასრულდა და ციკლი შეიკრა. ეს პროპაგანდისტული უსუსურობაც სხვა არაფერია, თუ არა კაგებეშნიკური მეთოდების გადმოტანა და არავითარი სურვილი არ მაქვს, ვიღაცის ნაბოდვარის გამო თავი ვიმართლო. დღეს თავი ხელისუფლებამ უნდა იმართლოს ქართველი ჟურნალისტების წინაშე ჩადენილი გაუგონარი დანაშაულის გამო. სხვათა შორის, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ამას აკეთებს კიდეც, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მთლად დამაჯერებლად გამოუდის.
- ამ ფილმების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია თქვენი შესაძლო დაპატიმრების შესახებაც.
- ამ ტიპის გაფრთხილებებისა და დაშინების მცდელობა ჩემი მისამართით მართლაც იყო, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ვგავარ ახლა მე შიშისა და სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანს? ეშინოდეს იმას, ვისაც სამარცხვინო დანაშაული აქვს ჩადენილი ღვთისა და ერის წინაშე. ამის შესახებ აქამდე არ მისაუბრია, მაგრამ უფრო მეტსაც გეტყვით - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოვლენები კულმინაციამდე არ იყო მისული, მე დამიკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი (რომლის გვარსაც გასაგები მიზეზების გამო, ვერ დავასახელებ, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი) და გამაფრთხილა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა - საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით. ასეთი ფრაზა იყო ნათქვამი - რუსებმა თქვენი თავი შეუკვეთესო. იყო ასევე შემოთავაზება ჩემი დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებითაც. ნამდვილად არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც საკუთარ თავსა და მნიშვნელობაზე გადამეტებული წარმოდგენა აქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოში ხდება, საჭიროდ მიმაჩნია თქვენი გაზეთის საშუალებით ამის თქმა. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვა არასწორი იქნებოდა. ამ შემთხვევაში არაფერია გამორიცხული. არც იმას ვამტკიცებ, რომ ეს ინფორმაცია რაიმე წინასწარგანზრახული პროვოკაციისთვის მომაწოდეს და არც იმას ვამტკიცებ, რომ მათ მართლაც აქვთ რეალური საბუთი ამ საფრთხის არსებობისა. რომელი ვერსიაც არ უნდა განვავითაროთ, მიმაჩნია, რომ ჩემი მხრიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი ამ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანა იქნება. სხვათა შორის, ამ საუბრის დეტალების შესახებ უკვე ვუამბე რამდენიმე ქვეყნის საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობას საქართველოში.
დაჩი გრძელიშვილი
კვირის პალიტრა
26 ნოემბერი - 2 დეკემბერი, 2007 წელი.