↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ბდესპანი

ბერლინში დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი

leonardo 2 წთ კითხვა 1289 0 კომენტარი

"ბერლინერ ცაითუნგის" ინფორმაციით, ბერლინში, სამშაბათ საღამოს დაკავებულ იქნა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ბერლინის პროკურატურამ ოთხშაბათს დაადასტურა, რომ მათ განკარგულებაში იმყოფება ქართული ორგანოების მიერ გამოგზავნილი დაპატიმრების მოთხოვნა. თუმცა ახლა ხდება მისი გადამოწმება ევროპის საექსტადაციო შეთანხმებასთან შესაბამისობაზე. ოქრუაშვილს, რომელსაც თანამდებობდა ნოემბერში მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც მან პრეზიდენტ სააკაშვილს მძიმე ბრალდებები წაუყენა, ფულის გათეთრება ედება ბრალად. ყოფილმა მინისტრმა პრეზიდენტი იქამდე პოლიტიკური მკვლელობების შეკვეთაში დაადანაშაულა. თბილისში მისი მოკლევადიანი დაკავების შემდეგ ოქრუაშვილი გერმანიაში გაიქცა. გერმანულ-კავკასიური საზოგადოების თავმჯდომარემ, ეკერჰარდ მაასმა ქართულ ხემძღვანელობას ბრალი დასდო, რომ ის საერთაშორისო შეთანხმებებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს. "მე ვიმედოვნებ, რომ პროკურატურა ამ სარჩულს სწრაფად ამოიცნობს", განაცხადა მან.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი