↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Პდესპანი

პატარკაციშვილი თავის პროგრამას ახმაურებს

leonardo 7 წთ კითხვა 1328 0 კომენტარი

ბარდი პატარკაციშვილის საარჩევნო პროგრამა

ქალბატონებო და ბატონებო!
დებო და ძმებო!

ამჟამად ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროგრამაზე ვმუშაობ. ამაში მეხმარებიან ცნობილი მეცნიერები, ექსპერტები, რომლებიც კარგად იცნობენ და უყვართ საქართველო. მართალია, დოკუმენტის სრულ და დახვეწილ ვარიანტზე მსჯელობას ქართველ ეკონომისტებსა და ბიზნესმენებთან ერთად მიმდინარე კვირაში დავიწყებთ, მაგრამ დღეს მინდა წარმოვადგინო მთავარი თეზისები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და ჩვენი მოძრაობის 'შეხიდება - გარღვევა - გაბრწყინებული ქვეყნის' მიერ დასახული სამუშაო გეგმის ძირეული ასპექტები.

შეხიდება - გარღვევა - გაბრწყინებული ქვეყანა

ჩემი სანუკვარი ოცნებაა შევქმნათ ძლიერი, სამართლიანი და აყვავებული სახელმწიფო. სადაც ხალხს არ ამცირებენ სიღარიბით, უფლებების წართმევით, კორუფციით. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე მშობლიურ მიწაზე სოხუმიდან თელავამდე და ცხინვალიდან ბათუმამდე ამაყობდეს თავის ქვეყნით, ქვეყნით, რომელსაც საქართველო ჰქვია.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი