პოეზია · ლირიკა
ზღვის სიყვარული
მე დავიბადე ზღვის პირას,ზღვასთან დავიდგი კარავი.ზღვის სიყვარული ჩემსავითარ შეუძლია არავის.
ზღვასთან გულთბილად ვსაუბრობ,გავაგებინებ რაც მინდა.ამ მწვანე სანაპირიდანჩემი ბავშვობა გაფრინდა.
ზღვის ძალამ დამავაჟკაცა,გამზარდა, გამაგულადა,ზღვა სიმღერადაც მეყოფადა კიდევ სიყვარულადა.
გავეკიდები ოცნებითცაში გაფრენილ თოლიებს,ზღვა _ ჩემი მოსიყვარულე,ქალივით ამიყოლიებს.
მოვირბენ, მოვითარეშებთავაწყვეტილი ნაპირებს,სილაზე გავინავარდებ,სივრცეში გავინავარდებ.
მე დავიდებ ზღვის პირას,ზღვასთან დავიდგი კარავი,ზღვის სიყვარული ჩემსავითარ შეუძლია არავის.