პოეზია · ლირიკა
მაგრამ უჩემოდ
მე როცა წავალ, ყველაფერი დარჩება ასე:ტკივილი,წყევლა,ბოროტება,ღიმილი,ეჭვი…ბევრი ლამაზი მოიღერებს გედივით თეთრ ყელსდა ცას მოწყდება ვარსკვლავები, ვით ოქროს კენჭი.კვლავ გაათევენ მიმოზებთან წყვილები ღამესდა შეხვდებიან სიყვარულით კაბაჭრელ დაისს.მზე განთიადის დალალებით აანთებს მთა-ველსდა სიო ბაღში შემოიტანს სიცოცხლის ხალისს.ზღვა მოვარდება ლომის ნდომით დიდებულ კონცხთან,ციდან წამოვა ფანტელების ქათქათა თოვა…იქნება ბოღმა,სინანული,ალერსი,კოცნა,ძეობა,ლხინი,გაჭირვება,ცრემლი და გლოვა, −მაგრამ უჩემოდ?!