პოეზია · ლირიკა
მიდის აპრილი
ზურაბ გორგილაძეს
ტალღებს გაექცა თეთრი თოლია,მერე ქარებმაც ვერ დაიჭირა.ლაჟვარდში გული გაიყოლიადა დამაფიქრა, ძმაო, იცი რამ?
არა, ნამდვილად ბედი გვქონია,ჩვენ დავიბადეთ შავი ზღვის პირას.ზღვასთან მოვარდნილ ფიქრებს შევებით,ახლა ის წლები ჩუმად გვქურდავენ.
არ გაგვიგია თბილი დღეები,ხურდა ფულივით დავახურდავეთ.
ლექსი დავსტაცეთ ლამაზ ჩინარებსდა მაგნოლიებს თეთრი მტრედები.მინდვრის ფერიებს აღარ ეძინათ,ჩვენთვის ღელავდნენ თავგამეტებით.
გვიყვარდა ზღვა და მწვანე ნაპირი,გვქონდა ზღვასავით ძალა და ნდომადა ახლა ჩვენი ნედლი აპრილიგახუნებულა, ვით შემოდგომა.
დაგვრჩა ტკივილი მძაფრად განცდილიდა იმ ბედნიერ დღეებს ვიგონებთ,და შეცივებულ ბერიკაცივითმოგონებებით ვათბობთ სტრიქონებს!