პოეზია · ლირიკა
არაბ ქალს
ასე უღმერთოდ ვინ გაგიმეტა,ტანს რომ მიარხევ ველურ ვენახად.რად დაუბერა ნიავმა ნეტა,ნეტავი ჩადრში მზე არ მენახა.
შავი თვალების მომხვდა მახვილიდა კვლავ გამიხსნა ძველი იარა.მე გავიგონე მწარე ძახილიდა დამიღვარა შვების ფიალა.
და გამახსენა ჩემი წარსული,ტურფა დედა და ნაზი ბებია.გამოხვეული ჩადრში ასული,ფიქრში ღამე რომ გათენებია.
და ანგელოზი ჰგავდა არაფერს,ტანს მიარხევდი ველურ ვენახად.რად ჩამოვედი ნეტავ არაბეთს,ნეტავი ჩადრში მზე არ მენახა!