↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს თეთრონი

ქათამაძე ჯემალ

2026-07-181 წთ საკითხავი1715 ნახვა

—
_ ეს თეთრონი ვისია?_ ვინც თეთრონის ღირსია,_ ეს გოგონა ვისია?_ ვინც აკოცებს, მისია.
ვაკოცე და..გოგომ უთხრა მამასა,მამა ავარ-დავარდა,ხალხი მოჰყვა დავასა,დავას კიდევ დავა დადედაჩემიც ავარდა;
_ არ ღირდაო ამადა..ერთი კოცნა ნეტარი,კოცნა გაუბედავი,ხალხში მეხად გავარდა,გოგო გახდა ავადა,გოგო ფიქრად ჩავარდა,შევუყვარდი თავადა,მამამისის ეზოშიმაჭახელა გავარდა,ჩემს ეზოში თამადამშემოსძახა “ვარადა”.
დრო თაფლობის თაფლივით,მიჰყვა დღეებს ვნებიანს..დედამ სოფელს ახარა:_ ბიჭი დამბადებია,დედას ახლა დედები,მოწიწებით ხვდებიან,გუშინდელი დედილო,წამში გახდა ბებია..
_ ეს სიმღერა ვისია?_ ვინც იმღერებს, მისია?_ კარგი შვილი ვისია?_ ვინც შვილების ღირსია,_ ჩემი გული ვისია?_ დედის გული ვისია?_ განა ვინმე სხვისია?_ ყველაფერი მისია.

ქათამაძე ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი