↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედას

ქათამაძე ჯემალ

2026-07-181 წთ საკითხავი1717 ნახვა

—
ნოდარ ყურშუბაძეს
უშენოდ ერთი გავიდა წელი,გაცივდა გული, სახლი და კერა.შემაჟრიალებს დარდები მწველი,შენი სიკვდილი მაინც არ მჯერა.
გაღიმებული მხვდებოდი სახლში, −მონატრებული ყოველთვის ჩემზე,ამხელა კაცი გეგონე ბავშვი,მიხუტებული დუმილით მკერდზე.
შემოვაღებდი ჭიშკარს და ხელადდავიძახებდი ხმამაღლა: − დედა!ახლა რად ტირის ტირიფი ველად,სიცარიელე რად შემეფეთა.
პატარა საფლავს, პატარა ხესთან,ჩემი ცრემლები ბალახებს რწყავენ.მაინც ცოცხალი მგონიხარ, დედა,და არ ჩავიცვამ არასდროს შავებს…

ქათამაძე ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი