პოეზია · ლირიკა
ლამაზი ქალი
ლამაზი ქალი მაინც სხვისია,რაგინდ ღიმილი ჰქონდეს ანკარა,მისკენ ოცნებით ვარდებს ისვრიანდა ჟრუანტელის დგება თაკარა.
ჩემი იყოსო − ინატრებს ერთი,მეორეს გული დაუღონდება.ის მშვენიერი ქალი თუ ღმერთიყველას მოგვტაცებს ჩუმად გონებას.
რა ქნას, ის მაინც ქმრის ერთგულია,ეს ერთგულებაც ვთქვათ რომ გასწიროს,ბოლოს და ბოლოს ერთი გული აქვსდა ყველას როგორ გაგვინაწილოს.