პოეზია · ლირიკა
გაზაფხული
ჩამოდნა, ჩამოილიათოვლი ქმარმოკლულ ქალივით,შემოგოგმანდა აპრილიტყემლების ფერუმარილით.
ჩიტებმა გამოზამთრებაერთმანეთს სტვენით ახარესდა სიხარულის ცრემლებისველ მიწას გადმოაყარეს.
პეპლები ფერადკოპლებაყვავილზე ნაზად სხდებიან,ცეცხლს უკიდებენ ცის წიაღს,ვარდის სურნელით თვრებიან.
ამობიბინდა ბალახი,გამოხალისდა გზა-შარა,სკა აზუზუნდა, ფუტკარმაჯაფისთვის ფრთები გაშალა.
გამოეფინა ნახირიეჟვნების აჟღარუნებით,ველ-მინდვრებს ალამაზებენბოჩოლები და ფურები.
მთას და ბარს ზამთარგამოვლილსსულ სხვა ხიბლი და ფერი აქვს...მღერიან გოგო-ბიჭები,ემღერებათ და მღერიან.