პოეზია · ლირიკა
გადაგერჩინოთ გვარის გვირგვინი
ვუძღვნი იმერხეველ ქართველებს
რა კარგები ხართ,რა საყვარლები,ასე ამაყად თავი გეჭიროთ,გადაგერჩინოთ ენა ქართულიდა ქართველობა გადაგერჩინოთ.
როგორ გიხდებათსიტყვა-პასუხი,როგორ იმშვენებთ მზერას ზნეკეთილს,ეგეთი მახსოვს ჩვენი პაპებიდა დიდედებიც მახსოვს ეგეთი.
თქვენნაირებიარ მოდრკებიან,არ ღალატობენ მამულს მარჩენალს,თქვენ ასარჩევად არ გქონდათ მიწადა არც გიცდიათ მიწის არჩევა.
აქ დაიბადეთ,აქვე მოკვდებით,აქ იცხოვრებენ თქვენი შვილებიც,არ ეცილებით ოქროს არავისდა არც სამშობლოს არ ეცილებით.
მიყვარხართ ძლიერ,თქვენმა სილაღემმზეც მოხიბლა დამთვარეც მოხიბლა,მოგიკლავთ დარდი,როგორც დუშმანი და სიბოროტეცბევრჯერ მოგიკლავთ.
რა კარგები ხართ,რა საყვარლები,როგორ იმშვენებთ მზერას ზნეკეთილს,ეგეთი მახსოვს ჩვენი პაპებიდა დიდედებიც მახსოვს ეგეთი.
თქვენნაირებიარ მოდრკებიან,ასე ამაყად თავი გეჭიროთ,გადაგერჩინოთ ენა რუსთველისდა ქართველობა გადაგერჩინოთ!