↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენი ქორწილი მინდორში შედგა

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9862 ნახვა

—
არც სიყვარული,არ ვნების ძალაარ გათრთოლებს და ჟრუანტელს არ გგვრის,გამოგაშორე სიცხიან ქალაქს,გასავათებულს ფიქრით და ჯავრით.ჩვენი ქორწილი მინდორში შედგა,მიგვაცილებდა პეპლების ჯარი,ასე ინება, ძვირფასო, ბედმა -ჯვარს გვწერდა გიჟებს ტრამალის ქარი.შენი მეჯვარე მზე იყო,ჩემი - ოფოფი მშიშარა,ბუნებამ სულში ჩაგვისვა,გულმკერდი გადაგვიშალა...შენი მეჯვარე მზე იყო,ჩემი - ოფოფი მშიშარა.ხარობდა ზეცა ნათელი,ბალახზე ბროლი ეყარა...მინდოდა,როგორ მინდოდა,ჩემსავით შენც გაგეხარა,შენია ცა და ხმელეთი,ჩემია მთელი ქვეყანა!
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი