↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენს კეთილ სულებს გაუმარჯოს

თედორაძე დავით

2020-07-121 წთ საკითხავი9857 ნახვა

—
ქალბატონებო და ბატონებო!ძმებო და კოლეგებო!არტისტებო!ჩვენს კეთილ სულებს გაუმარჯოს...ტყვეობაში ნამყოფ სულებს!ხომ ჯვარზე აცვეს,ხომ შხამი ასვეს,ხომ ძმარი ადინეს,ხომ ათრიეს უღრანებში,თქვით –დაგეღალათ?!დაგიჩლუნგდათ?!მზეს ვეღარ ხედავენ?!დაკარგეს განა –სინაზე მინდვრის ყვავილის,ღვთისმშობლის სათნოება,მზის სითბო,მადლი სიყვარულის,ძალა ქარის დაერთგულების უზენაესი ნიჭი?!მოიშინაურეს?!მოიალაფეს?!მოიღმურძლესდროის კაცთმოძულე კნიაზებმა?!შეჰყარეს განა –ოქროს სურდო,განძის ანთება,ბრჭყვიალა ქვების ტიფი დამრუშობის განგრენა?!ასწავლეს განა –მამულის გაჩუქება,ტყუილის ოსტატობა,ოინბაზობა დასუსხიანი ღიმილითგახლეჩილი ბაგისუცოდველ პოზაში დაყენება?!ასწავლეს განა –წინაპართა სალოცავების შებილწვა,დედის ცრემლში შვილის ჩახრჩობა,მკვლელობის ფილოსოფია დაუზნეობის მარტივი თეორიები?ქალბატონებო და ბატონებო!ძმებო და კოლეგებო!არტისტებო!ვერა, ვერ ასწავლეს,და რაკი ვერ ასწავლეს,ჩვენს კეთილ სულებს გაუმარჯოს –შავთვალა მიმინოსავითგაუწვრთნელ სულებს!
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი