პოეზია · ლირიკა
წვიმაში
ლადო ასათიანი 1917–1943
დღეს მიკვირს, ისე როგორ გადავრჩი,რომ ოდნავადაც კი არ დავსველდიისეთ ქუხილში, ისეთ ავდარშიმე — ამ დროების მეათასედი.
ქარ-წვიმა იყო, თუ სროლა ისრის,სამაგალითოდ შენაქუჩების.მე მოვიარე საავდრო ნისლშიდედაქალაქის ყველა ქუჩები.
და მერე, როცა ჩვეული რიგითგავხსენ რუსთველის ქუჩის ურდული,დაიგრუხუნა თბილისის ირგვლივდა წამოვიდა წვიმა შურდულით.
გავხედე: თრთოდნენ ქარ-წვიმის ხმაშიქუჩები, ბევრჯერ გადანათელი,მარტო გამზირზე არ წვიმდა მაშინდა მარტო გამზირს ადგა ნათელი.
მაგრამ უეცრად იქუხა ისევმეტ გახელებით და გამძაფრებით.და გამზირიდან ღრუბლიან ცისკენგაჩნდნენ ქარის და წვიმის ძაფები.
ბევრი ვეომე ძლიერ ზენაქარს,ჩემს მშობელ ქუჩას თავს ვევლებოდი.ბოლოს საფარი რომ არ მენახა,შესაბრალისად დავსველდებოდი.
ავდართან გმირულ ბრძოლებით დაღლილსარსად რომ თავი არ დამეხარა:გადამეფარა ქაშვეთის თაღი,გადამეფარა და დამეხმარა.
წვიმა კი რბოდა როგორც აფთარი,ცას გაუშავა ნაზი ღაწვები,და მე ვხედავდი, წელში გამტყდარი,როგორ წვებოდნენ ქარში ნაძვები.
ორბელიანის საფლავთან მდგარმაქალაქს გავძახე ლექსი ქართული,და რაწამს ყალყზე ამდგარმა ქარმამოინახულა ჩემი სართული, —
იმ წამს წარსული დიდების ძალითშეუჩერებლივ ავფრინდი ცამდე,მერე ავენთე, ვით ნაკვერჩხალი,და ნარიყალას კედელთან დავდექ.
აქ ვაჟკაცურად ვმღეროდი მართალსმარადისობით გადანისლული,აქ, ნარიყალას ხავსიან კართან,დაეცა ჩემი ამაყი სული,
ვხედავდი: თრთოდენ ქარწვიმის ხმაშიქუჩები ბევრჯერ გადანათელი…მარტო ჩემს ირგვლივ არ წვიმდა მაშინ,მარტო ჩემს ირგვლივ იდგა ნათელი.
1940