↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩანს ბათუმი

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9865 ნახვა

—
ჩამავალი მზის ხანძარიგასჩენია ზღვას,მწვანე კონცხი შეიფაკლაშეღამების ნისლით.ჩანს კლდე-ლოდი,ზღვის ჩიტებისსალოცავი ქვადა მამული _ყოველი მხრითგაწვდენაზე ისრის,ჩანს ბათუმისიმაღლიდან, _სამოთხეა, სამოთხეა!მიხმეთ, მიხმეთ ანგელოზებს!ვდიდგულობ და ვეფერები,ქალაქი მაქვს,ქალაქი მაქვსზღვამიბმული საყელოზე.ვეფერები,პათეტიკამ ამიტანა,შევიმოსე ჩამავალ მზის ფერით,დატკბი, სულო,ამგვარი და ამისთანაარ გქონიადღე, კვირა და წელი.დატკბი სულო,შადრევანი ცას სწვდება დადედაენის საგალობელს მღერის.
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი