↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იგავი – ბაგრატ მეფე და მეწისქვილე

კონსტანტინე გამსახურდია 1893–1975

2003-10-121 წთ საკითხავი6040 ნახვა

—
ბაგრატ მეოთხეს ერთ დიღმელ გლეხს ამსგავსებდნენ თურმე. ნადიმის დროს ეხუმრებოდნენ კიდევაც ერისთავები მეფეს: ტახტი და გვირგვინი არ წაგართვასო იმ დიღმელმა მეწისქვილემ.როცა ბაგრატმა მეორეჯერ აიღო ტფილისი, მოიხმო მეწისქვილე ისნის სასახლეში და უთხრა:"გვირგვინში ხო არ აპირებ შეცილებას, ძია კაცო, ჰა?""რიჰთვინ მინდა შენი გვირგვინი, მეფევ ბატონო?""როგორ თუ რისთვის?"შეეკითხა გაოცებული მეფე.რიჰთვინა და შენ შესაძლოა თავი გადააყოლო მაგ გვირგვინს, მე კი ჩემი დამტვერილი ჩაჩი და ეს გაოხრებული თავი სიკვდილამდის შემრჩებაო.
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი