↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იგავი – ბუ და არწივი

კონსტანტინე გამსახურდია 1893–1975

2003-10-121 წთ საკითხავი6031 ნახვა

—
ბუმ შეუთვალა არწივს: მოდი დავმზახლდეთ და ქალ ვაჟი ვაქორწინოთო.დიდი ქორწილი გადაიხადა არწივმა. მოიწვია ბორები, ქორები, მიმინოები, კირკიტები, ჩხიკვები, კაჭკაჭები და ჭოტები. სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა, მაგრამ ერთმა უსიამო ამბავმა ჩაფარცხა საქმე.დღისით გამართულ ქორწილზე ბუს მართვემ ვეღარ დაინახა თავისი საქმრო, ხოლო ღამით გადახდილ ნადიმზე სიძე არწივს მოერია ძილი.
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი