↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სანადიროდ

არაბული თემო

2015-12-121 წთ საკითხავი3212 ნახვა

—
ლულას ვუწმინდავ იარაღს,ტყვიათ ვუმზადებ დათვებსა,ხვალ კაი ნადიმს გავმართავბედი თუ გამიმართლებსა.
დილას,ბინდის ხან ავდგები,ბილიკს შავყვები მთებისა,საგზლად კეცეულს წავიღებ,არც არაყ დამცილდებისა.
საჯიხვეთ გზაზედ ვადგები,იებს მოგიტან კლდისასა,არაგვის ჩანჩქერს ვაფერებ,ბოლოებს შენი თმისასა.
ნისლებს მაღლიდან გავხედავ,უფსკრულთ,ჩავჰკივლებ ხევისა,იქიდან ექო მამესმას,როგორც ღრიალი დევისა.
მზის მოოქროვილ სხივები,მთებს ღონით დაადგებისა,მე მაინც თბილად ჩავიცომ,ზემოთ თოვლ არა დნებისა.
გამიხარდება დანახვა,მაღალი ჭიუხებისა,ხელ განა ამის ნახვაზესულ ყველას მიუწვდებისა.
ჯიხვ თუ შამამხვდა კლდეებზეკაი დღე დაატყდებისა,შაშხანას დავცემ,რქათ-შუარქა ყანწად გამადგებისა.
შინ ბნელების ხან წამაოლ,ცუდ თუ არ წამაწყდებისა,თეთრად მოფენილ სივრცეზეკვლავ ღამე გადმადგებისა.
საღამოს მწვადებს მივმართავ,ვუძახებ ვაჟკაც ძმებსაო,დედა სახინკლეს ჩაგვიყრის,გულ ისრ ვერ გაიძლებსაო.-ჟიპიტაურიც გადმადგი,თითები გაიწევსაო.
რა სჯობავ ძმებთან ღრეობას,დროის ტარებას,ტკბილისა,შამთვრალ აზრებით ავიღებ,ლომი, დაწყევლილ, თბილისსა,ქალაქმაც,ბევრჯერ ნაჩვევმაარც არა,გაიკვირვისა.

არაბული თემო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი