↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პაპი

არაბული თემო

2015-12-121 წთ საკითხავი3212 ნახვა

—
ურცხვმა დროებამ დაგიკოჟრა პაპი ხელებიჯოხს დაჩვეული აჰყვები და ჩაჰყვები ფარას,სუნთქავ მაგ მთებით,კლდეებით და ცივი ხევებითმოზამთრდება და ჩამოუვლი ნაცრისფერ ქალაქს.ხო არ მიბერდები, შეგერია პაპი სითეთრე,შენს თმაში ზამთარს გამოუჩნდა თოვის წადილი,პაპი... მანდ მინდა ამ ქალაქში ვერც მე ვისვენებ,რომ ვცდილობთ ხოლმე, არ გვეპაროს ცხვარში ნადირი.ჩამოვსხდებოდით გახურებულ ღუმელთან ღამით,მე წელის ალბათ შვიდისა...და კიდევ ხუთისა,როგორ გისმენდი,როგორ მახსოვს არ იცი პაპი,რომ მიყვებოდი მხედრობისას,ხანაც ჩხუბისას.პაპი... ამის წინ ათენგენის მეორე დილას,"პახმელიაზეც" გამოვედით,მარტო მე და შენ,სადღეგრძელოებს შენ ამბობდი,მე ვავსებ ჭიქებს,ბებო გებძოდა... ჩურჩულებდი, -ქალო ნეტა შენ...პაპი... მაგ დღესაც ოხ რამდენი რამე მიამბე,(მერე საძილედ,შავი ფერის ნაბადს მივიშლით),პაპი... გავიგე რომ გითქვია ამას წინაზე,-კაც დადგაო და მომეწია უკვე შვილიშვილ.ხომ მასწავლიდი, ჯირითსა და ჭენებას ცხენის,პაპი... მე მაშინ პატარა და შენც... ცოტა დიდი,ახლა თვალებთან ჩამოგაწვა, ცრემლები ბერის,პაპი... როგორი სითბოთი და სიამით მზრდიდი.ხო არ მობერდები... პაპი რაად იტკიებ ფეხებს,მაგ ტკივილებსაც ვერ ავიტან უფრო ძალიან,პაპი... ვენაცვლე შენს დაკოჟრილ, ნაშრომალ ხელებს,ეგ ნაოჭებიც... უნამუსო დროის ბრალია..

არაბული თემო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი