პოეზია · ლირიკა
სიცილის ოთახი
სარკეებიანი ოთახის ფართოდ გახელილ სარკეებშიდაკლაკნილ,მგესლავ ვასილისკოდ ვირეკლები,ხან კუზიანი,კახექსიურიც, ხან კი, ბრტყელტერფა.სასაცილოა და... ვერ ვიცინი:სხვებისთვის კია თავშესაქცევი.რატომაც არა?!ხშირად ხდება, რომ უცხოს თვალებში:ჩემი სიელმე ამომიკითხავს;მართლაც რომ კუზი ამომზრდია;ან გველის ქერცლით დამფარვია მთელი სხეული.და სწორედ მაშინ, - მე ოქროს – ვერცხლი მირჩევნია.მათზე უკეთ კი, შენ იცი, ცაო,შენ უკეთ იცი _ ვერ შ ე გ ი რ ჩ ი ნ ე.დავრჩი მღიერად.ვფრენ მღამიობად.მომეცი ვერცხლი, რომ ჩემს ოქროს ვერრა დაარღვევს.რაკიღა ვიცი, რომ აბეზარი ბუზის ზუზუნსგაუტოლდება დანაგროვები სიტყვის ჩხრიალი:არაღქმადი,ვერშესმენადი.ჰოდა, მაქციე ცივ, მდუმარე ოქროს ქვემძრომად,სანამ ამოვალ,ამოვაღწევ, ცაო, შენამდი.