↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იანვრის თოვლი

არაბული გელა

2016-01-131 წთ საკითხავი1921 ნახვა

—
ბერწი დღეები დაუგროვდა სულში იანვარს,რადგან სივრცეებს ვერ იმეტებს ციურ საშოდან,დარდმაც მაისის წვიმასავით შემომიარადა შენეული მონატრების სუსხით დამშორდა.გადაიქროლეს ამინდებმა მთებზე ჭენებით,ახლა ერთ ნერვში დაიწელა მთელი ქვეყანადა თუ გაზაფხულს ყვავილებად მიეშენები,მსურდა პეპლები შენს კაბებად ჩამომეყვანა.შენი თვალები დაადნობდნენ მთებში ყინულებს,აზვირთდებოდა მდინარეთა თეთრი ჩქერები,და თუ სამყარო ზოგჯერ მაინც ჩამოინულებს,დაუჯერებელ ზღაპარსაც კი დავიჯერებდი.ვიცი აპრილი შემოიხევს ტანზე სიცივეს,ნანატრ კვირტებად დაუსკდება ზამთარს სხეულიმერე გაზაფხულს შენს ღიმილთან გავაიგივებდა მაგ ღიმილზე შევიქმნები შემოჩვეული.ბერწი დღეები დაუგროვდა სულში იანვარს,თუმცა სიბერწე თოვლიანმა დილამ გაფანტა,რადგანაც ზეცამ ფიფქი მხოლოდ ზეწრად კი არა,მიწას ქალწულურ სისპეტაკედჩამოაბადა...

არაბული გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი