პოეზია · ლირიკა
ორსულ ქალს
ვიოლინივით დილამდე გძინავსდა შენს მუცელში იზრდება ბავშვი,მზე უხილავი კიდევ არ ბრწყინავს,ვით ოქროს ვარდი, ზეცის კარავში.
მე გვერდითა ვარ – შენი მიზრაფი,მრწამსი: სიმებიდან ამოვა ბავშვი,აელვარდება მეტი სისწრაფითმზე – ფარშავანგიზევის კარავში.
თითქოს გადგია სხივთ შარავანდიდა გესიზმრება შენივე ბავშვი,მზე, როგორც მაღალ ობობას ლანდი,დაიქსელება ზეცის კარავში.
მე არ დაგიფრთხობ ძილს სიზმარეულს,ისე ვით მთვარე იზრდება ბავშვი,მზე ემსგავსება მერანს გარეულს,საიალაღო ზეცის კარავში.
შენ იღიმები ნაზი დუმილით,თუ ელანდება შენს ძუძუს ბავშვი?აბდღრიალდება დიდი ღუმელიოდნავ შეფერილ ზეცის კარავში.
ჩქარა იქნება დღე სიხარულის,ვით მზეჭაბუკი ამოვა ბავშვი,რომელიც ახლა არის ფარულიდა იშმუშნება მუცლის კარავში.
შენს გაღვიძებას ჩუმად მოველი,თითქოს მეძახის პატარა ბავშვი,მალე, სულ მალე სხივთა მთოველიამობრძანდება ზეცის კარავში.