↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოფელია და გედები

გაფრინდაშვილი ვალერიან

2010-11-121 წთ საკითხავი6378 ნახვა

—
ჰამლეტის საფლავს დასტირიან შავი გედები.ამოდის წყლიდან ოფელია ნისლიან ტანით.მისი სიმკრთალე არემარეს გადაედება,დაითრთვილება ყრუ ჰაერი იასამანით.
მაგრამ შავ გედებს ეშინიათ სითეთრის მეტათ,გადაცვივდება მათი გუნდი ახლობელ ზღვაში.უსხივო ღამე უდაბნოა და თეთრ იმედითდარჩება მხოლოდ ოფელია ღამის წყვდიადში.
საფლავთან მოვა სურნელოვან ნაბიჯით ქალი,მიწიდან სატრფოს გამოიხმობს ჩუმი ტირილით.იქნება მარტო, ოფელია, ნაზი ვით წყალიდა მას წყვდიადი მოეხვევა მდუმარე სილით.
და თავის საწოლს ოფელია დაუბრუნდება.სევდიან წყალში დაღალულად ჩაიძირება.გათენების წინ ვნებიანათ ღამე გუნდდება,იწყებენ ქვითინს საფლავებში ძველი გმირები..
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი