პოეზია · ლირიკა
პარასკევი
იზრდება, როგორც ქალწულის ხალი,სამარადისო მელანქოლია,ყველა დღეებზე უფრო მაღალი -ეს პარასკევი ჩემი ტოლია.
დიდი ქალაქის თეთრ ვიტრინაშიმე გამოვაფენ წაქცეულ დღეებს,ავაელვარებ თვალთა წინაშედამბლადაცემულ იმათ სახეებს.
მე ყველა რიცხვებს ერთ რიცხვის გარდაჩავაწყობ, როგორც კარტის მფლობელი,მაგრამ მაშინებს სიკვდილის ფარდადა პარასკევი დაუნდობელი.
წვიმის ხმაურში მინდა, რომ ვთვლემდე,მინდა ვიგემო ბავშვობა, კევი.მაგრამ წამებულ იესოს შემდეგეშაფოტივით სდგას პარასკევი.
დღე ნაღვლიანი და მეწამული,რომელსაც ახლა შიშით გოდებით,მე და საწყალი ჩემი მამულივით სახრჩობელას მოველოდებით.