↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირველი თოვლი

გაფრინდაშვილი ვალერიან

2026-07-181 წთ საკითხავი6415 ნახვა

—
პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულსდა პირველ ღამეს,როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს -ახალ სიამეს.ციდან დაჰკიდა რეჟისორმა ფარდა უსწორო,ფარდა მთოველი,და მთელ ქვეყანას დაგვაშორა მხოლოდ ჩვენ ორი.სდუმდა ყოველი.განმარტოებით ხმაურობდა სადღაც სარაჯი,შრიალი ქსელთა.და იდგა თვალი - საპატიო თეთრი დარაჯიჩვენს სარეცელთან.მაგრამ შეირხა თოვლიანი ფარდა მრავალი-ცა იმედების.მოვიდა ქარი და გამართა სხვა კარნავალითეთრი გედების.სარეცლიდან დავინახეთ მთელი თეატრი,ჩვენთან მოსული.ყველა გმირები გვილოცავდნენ და ბეატრიჩე,ბროლით მოცული,იყო ნირვანა და გრიგალის ხმა დაკორძილიწვით და წვალებით.პირველმა თოვლმა გადიხადა ჩვენი ქორწილიმეტ ბრწყინვალებით.ო,რარიგ არის სანეტარო თოვლი პირველი:პირველი თოვლი!ნათელ ბავშვობის სიყვარულის გასაკვირველიპირველი თოვლი.პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულსდა პირველ ღამეს,როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს -ახალ სიამეს.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი