↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოთხი პოეტის შეხვედრა ზღვასთან

გაფრინდაშვილი ვალერიან

2018-01-131 წთ საკითხავი5582 ნახვა

—
ზღვა ავზნიანი იყო მღელვარე.ცისკენ მიჰქონდა ჟირაფის ყელი.კვნესდა, ღმუოდა ზღვა მოელვარე,როგორც ორსული ქალის მუცელი.აქაც ბატონობს სასტიკი ქარი.ჩვენ მედუზები გამოგვეთხოვენ.მოდის ტალღებზე შავი ლოტბარი -მღვრიე ცილინდრით მღვრიე ბეთჰოვენ.ჩვენ ზღვასთან ვზივაღტ ოთხი პოეტი.ეს თეატრია უნამდვილესი.გვართობს ტალღების მიეთ-მოეთი,გადაგვავიწყდა ჩვენი ტფილისი.ვზივართ ყველანი ჩვენ ხაფანგებითდა ვიჭერთ ტალღებს, როგორც ფერიებს.ჩვენ ავმღერდებით ახალ ჰანგებით,ზღვა ახალ ლექსებს დაგვაწერინებს.მაგრამ ბუღრაობს აღარ მშვიდდება,დელფინებს ბლომად მოალოგინებს,მოსწონს ტიციანს წყალის დიდებადა ზღვას პაოლო დედას აგინებს.ტალღას პეშვებით იჭერს ნიკოლოდა ეშინია დინჯ ვალერიანს.ფიქრობს: ტალღებით არ ჩავიქოლოთ,მაგრამ ტალღები ტკბილად მღერიან,უცბად მოვარდა ტალღა მშიერი,კიდევ დაბნელდა ლურჯი კამარა,და იყო წუთით ზღვა ბედნიერი -მან პოეტები დაასამარა.ზღვის მსახიობნი გახდნენ ისინი,უმღერენ ახლა სოველ ბუნებას,მაგრამ მოელის მიწა – მისანითავის შვილების გამობრუნებას.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი