↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაფტალინის დედოფალი

გაფრინდაშვილი ვალერიან

2009-08-121 წთ საკითხავი6416 ნახვა

—
გარდერობიდან იგი გამოდის.როგორც მარაოს,აისვრის ხელებს.მას უყვარს უჯრა ჩემი კამოდისდა შიგ დაეძებს ზამთრის ჩურჩხელებს.ის ჩემს ბინაში დადის უაზროდ.თავის ყოფნაში მან დამაჯერა,მაგრამ დამალვა ბევრჯერ მოასწრო,როს დავაპირე მისი გაჭერა.ჩემი ოთახის მას ბინდი უყვარს.სხვაგან ჩემსავით არ მოელიან...უკანასკნელად მე აღარ ვწუხვარ,რომ ჩემი ბინა ასე ბნელია!მკვდარ დედოფლების კაბებს ატარებს.უხდება მთვარის პირსაბურავი,მაგრამ მადონას ნუ შეადარებსმას ათრთოლებულ რწმენით ნურავინ.ის ცბიერია.თუ ჩავიკეტე,მაინც მეწვევა მაღალ სურნელითის ჩემს ყელსახვევს ხშირად იკეთებსდა არის ქურდი განუკურნელი.ის მევედრება,როგორც მთხოველი:''ო,ნაფტალინის მეუფე გახდი,და ყალბი თოვლით მოოქროვილიგაიზიარე შენ ჩემი ტახტი!''
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი