↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სული შემიბერე

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7022 ნახვა

—
სული შემიბერე თორემ გავცივდი,გამიცივდა გული და გრძნობა,სული შემიბერე თორემ ფერფლად გადავიქეცი,სული შემიბერე სანამ ცოტა მაინც თბილი ვარ,სანამ ჯერ კიდევ შემიძლია,და სურვილი მაქვს,რომ გაგითბო ხელის გულები.
სული შემიბერე თორემ შეხედე,ავდრის ღრუბლებმა ქარიშხალი გვამცნო ძლიერი,მერე თვალების დახუჭვასაც ვეღარ მოასწრებ,შემოგეყრები სახეზე და დამიბრმავდები,მერე იმასაც ვერ დაინახავ,როგორ წამიღებენ სხვაგან,სხვა ქალაქში,დიდი კოცონის დასანთებად.
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი