პოეზია · ლირიკა
უკვე რა ხანია
უკვე რა ხანია ვგავარ ტირიფს,უფოთლოს, ობოლს,ცრემლიანსა და მარტოდმარტოსამოსულს ზღვასთან...უკვე რა ხანია ჩამომცვივდასიტყვების თოვლი,დამჭკნარ-გამხმარი მუზამაც დამტოვა,ამოსუნთქვასთან.უკვე რა ხანია მიკაკუნებსდროის კოდალა,იმ ჭიას ეძებს,მოსვენება რომ დამიკარგა,უკვე რა ხანიაუწყლოობით დახეთქილ მიწას,გულიდან ცეცხლის ალი ასდის,მიზნებს მიქარგავს.უკვე რა ხანია ჩაგიფიქრე,გულში გინახავ,შენ ის ჭია ხარ,ჩემს ტოტებში ბუდეს რომ იდებს,უკვე რა ხანია ის ფუღურო გრძნობით დავქოლე,და კოდალების მთელი გუნდიცვერ მოგარიდებს.