↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დღეს შენი თვალები ამზისფერსხივდა

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7031 ნახვა

—
იას
დღეს შენი თვალები ამზისფერსხივდა,დღეს შენ ხარ საოცრად პოეტი,და როცა თვალები სხივებს აღარ თვლიდა,მე შენთან მზისფერად მოვედი...
გაგიოცნებე და გაგითბე ღიმილი,მაკრთობდა გარეთ რომ წვიმდა,ვშიშობდი რომ წვიმა შენს თავს მომპარავდა,და ძილშიც ეს შიში მჭირდა...
დღეს შენი თვალები ამზისფერსხივდა,დღეს მეც მაგ თვალებით გავბრუვდი,და რადგან ამ წვიმამ მაინც მოგიტაცა,მე შენს წასაყვანად დავბრუნდი...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი