↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამაგემოვნეთ

ჩიკვილაძე მარი

2026-07-181 წთ საკითხავი7226 ნახვა

—
რა დრო გასულა...რა დრო გასულა...მე კი ადგილზე მიჯაჭვული ველი ზარის ხმას,ჩრდილის სიცივე...სიცივის ექო...და ეს სიცოცხლის ხეივანი ყურძენს არ ისხამს...
რა გამაჩნია, ვის გავაჩნივარ,უბრალოება მათემატიკურ ხაზავს ფიგურებს,ნუღარ მომძებნის, ვერსად მიპოვნის,თუ თავისად და თავისთავად არ დამიგულებს...
ხო, მიყვარდა, ახლაც მიყვარს...ხმელი ფოთლები...და სველი ყურძნის მარცვლებივით სიცივე მაწვიმს,მე უკვე შენი ზარის მერე არავის ველი,ვერავინ მნახავს სიცივეში სველ ხელებგაწვდილს.
დავიკრიფე და დავიწურე საფერავიდან,სიცივის ძმებთან თორმეტი თვით დამამეგობრეთ,მერე ავდუღდი, დავდუღდი და სავსე ხაპიდან,გადარეული ღვინოსავით დამაგემოვნეთ...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი