↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კადრი

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7027 ნახვა

—
მთვარე სანახევროდ ანათებს,გონება თანდათან ფხიზლდება,ოდნავ გაწეული ფარდები,მალე გათენებას მპირდება...
ღია წენგოსფერი ზოლები,გადიან ფანჯრიდან სივრცემდე...მინას ანაბეჭდად ატყვია,ხუთი ნათითურის სიცელქე...
მთვარე სანთელივით ციმციმებს,ერთი შებერვა და ჩაქრება,ღამენათევი და დაღლილი,საათის წიკწიკიც მთავრდება...
მზერა წამწამებში ჩერდება,დღე შემოდგომისფრად ღიღინებს,მზე, ურცხვად გაღეღილ გულ-მკერდზე,იკრავს მოიისფრო ცის ღილებს...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი