↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იცოდე გავგიჟდები

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7027 ნახვა

—
იცოდე გავგიჟდები, ან გადავირევი,ან ღვინოდ ვიქცევი და ყანწით დავილევი,ან ჩიტად ვიქცევი და ცაში ავფრინდები,ან წვიმად წამოვალ და ჩუმად ავტირდები...
იცოდე გავგიჟდები, ან გადავირევი,ან თოვლად ვიქცევი და მზეზე დავდნები,ან გავლოთდები და ყოველ დღე დავთვრები,ან მტკვარს გავყვები და უკვალოდ გავქრები.
იცოდე გავგიჟდები, მართლა გავგიჟდები,თუ არ შემიყვარებ მე ვერ დავმშვიდდები,ზღვაში გავცურავ და აღარ დავბრუნდები,და მკვდარი თევზივით სულ მთლად დავდუმდები.
და თუ შემიყვარებ ისევ გავცოცხლდები,ძირს დაყრილ ფოთლებიდან ხეზე ავცოცდები,გაზაფხულს მოვიყვან, კვირტებს ავაყვავებ,თუ არ შემიყვარებ, გულს ხომ გავახარებ.
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი