პოეზია · ლირიკა
იქ სადაც მომელიან
დავდივარ კარდაკარ, არც დღე მაქვს, არც ღამე,მე ყველა ოჯახის სუნთქვაში ვერევი,სანთლის ალს მივაფენ გადაღლილ წამწამებს,მერე ფიქრებს მოვკრეფ, თან სევდანარევი
მივყვები ჩემს ბილიკს, სურვილებს ვასრულებ,მიმძიმს და სიმძიმილს ვერევი მორჩილად,არ მიყვარს ტირილი ცრემლიან წარსულზე,დარდისთვის პატარა ბავშვივით ნორჩი ვარ...
ამბავს მივიტან და ისევ ვბრუნდები იქსადაც გზა მიმიყვანს, (მე ჩემი გზები მაქვს)ხანდახან ცრემლები ყელში ბურთებივითმიჭერს და მამძიმებს, სხვისი ცოდვებიდან...
ეს ჩემი ვალია, (ის კი თავს იმართლებს)მე ამ გზას ვადგავრ, მე ამ ტვირთს ვეწევი,ყველა სახლს თავისი სანთელი მინათებს,ამ სანთელს დავყვები ხან ზევით, ხან ქვევით...
მერე დატვირთული ამბების მოვლა და...უცებ დავინახავ – დრო გამომელია...რადგან ანგელოზად უფალმა მომნათლა,ყოველთვის მივდივარ როცა მომელიან...