↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხელიდან ხელში (100 სიტყვა)

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7028 ნახვა

—
პატარაობა არ მახსოვს...ჩემი მეხსიერება იქიდან იწყება რომ ვიღაცამ ქუჩაში მომისროლა...რამდენ ხანს ვიყავი ასე არ ვიცი, აქ დრო გაჩერდა...მერე ერთმა ჯოხიანმა კაცმა მიშვილა და მის ჭუჭყიან ცხვირსახოცში დავიდე ბინა, იქ ბევრნი ვიყავით, უმრავლესობა ჩემზე პატარები...ასე გაგრძელდა ჩემი ცხოვრება, ერთფეროვნად, ჩვენ დღითიდღე ვმრავლდებოდით...ერთ დღეს რაღაც შეიცვალა, ჯოხიანმა კაცმა მოზრდილები ამოგვარჩია და ორ პურში გაგვცვალა...ახალ პატრონს თავიდან არ მოვეწონეთ, ჭუჭყიანები არიანო, მაგრამ მაინც მიგვიღო...ასე გადავინაცვლე ახალ თბილ ბინაში...ეს ჩემი ყველაზე სასიამოვნო მოგონებაა...ერთ დილით ხმა შემომესმა – დამეხმარეთ რაა დეიდა...ჩვენს წინ პატარა თმააბურძგნული ბიჭი იდგა, მე კვლავ გამაშვილეს...ასე გრძელდება ჩემი ცხოვრება დღემდე – ხელიდან ხელში...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი